ვირტუალური დედა-შვილობა – ემიგრანტი მშობლების სირთულეები

პატარამ ავტობუსამდე მიმაცილა…  მებღაუჭებოდა…    დედა მინდა !!!  სამშობლოდან ძალიან შორს ერთადერთი,  რაც გვაერთიანებს ეს საქართველოს მონატრებაა ,რომელიც სულ სხვანაირი ყოფილა.  ემიგრანტი – ირინა იოსებაშვილი

რამდენი წელია,  რაც ემიგრაციაში ხართ და   სირთულეები , რომელიც თან  ახლავს?

ზუსტად ათი წლის წინ გადაწყდა,  რომ უნდა წავსულიყავი.  28 წლის გოგოსთვის თან როცა იცი სამი მცირე წლოვანი შვილი უდედოდ უნდა იყოს საშინელებაა.   ამ გადმოსახედიდან მადლობა უფალსს, რომ ყველაფერი წარსულია და რაც დავპირდი შვილებს ,ის ოცნებები ავუსრულე .  მტერს არ ვუსურვებ არც ერთი დღის გავლას,  რაც გავიარე.  თავის მოკვლაც ბევრჯერ მიფიქრია მაგრამ, მერე მივხდი რომ სისულელეა შენი არ ყოფნით გული მოუკლა იმათ ვინც შენგან იმედსს ელის..

გაიხსენეთ წასვლის მომენტი?

დილას უთენია ავდექი.  ავდექი რა არც მიძინია.   პატარა ჩანთაში სულ ერთი ხელი ტანსაცმელი ჩავაწყვე და კართან დავდექი.   შუათანა გოგოს ტირილი ყველას ესმოდა. არაფერი მინდა შენ მინდევხარ მარტოო.  უფროსმა სევდიანი თვალებით მიყურა და ბებიასთან წავალო თქვა.  ამით ალბათ  დამშვიდობების პროცესს გაექცა.   პატარამ ავტობუსამდე მიმაცილა..  მებღაუჭებოდა..    დედა მინდა !!! სულ ცარიელი ვიყავი.  მკვდარი მჯობდა ალბათ.  მიცვალებულს ხომ არაფერი ესმის და ხედავს.   წლებთან ერთად აღარ ვიხსენებ.  იგივე მდგომარეობაში ვვარდები და ვცდილობ სადღაც გამოვკეტო ეს ტკივილი.  წინ ვიხედები.

როდესაც მიდიოდით გქონიათ ის მომენტი,  რომ ვერ შეძლებდით წასვლას და დაბრუნდებოდით?

მაგის განცდა ყველაშია.   მე ყოველდღე ვბრუნდებოდი.  უბრალოდ ჭაობია, რომელშიც ისე ეფლობი ბოლოს ხვდები საკმაოდ ღრმად ხარ ჩაფლული..   ადვილია შორიდან დასანახად, ვერ დაწერ.  ვერ გადმოცემ რას განიცდის ყველა ქალი ,  თუნდაც იმ გზაში სადაც ნელ-ნელა  უკან გრჩება სამშობლო…

როგორია დედა_შვილობა საზღვრებს მიღმა?

უნდა ეცადო შვილებისთვის დედაზე მეტი გახდე.

იმეგობრო რომ მათი ყოველდღიურობა არ დაგეკარგოს.

ორი ბიჭი მყავს , თითქოს მათი მეგობარი ვიყო, ყველაფერზე ვსაუბრობთ.  გოგოსთან ვდაქალობ და  ყველა ნაბიჯი იცის ჩემი და მისი სახით საუკეთესო დაქალი მყავს.

წლებთან ერთად ასე მგონია ის დედაშვილური რაცაა იკარგება.  სხვა ეტაპზე ხარ, აი ისეთზე საუკეთესო მეგობრები რომ არიან და უერთმანეთოდ ვერ ძლებენ.

როცა გააცნობიერეთ, რომ ემიგრაციაში ყოფნა წლები მოგიწევდათ რა გრძნობა დაგეუფლათ?

არამგონოა ვინმე ფიქრობდეს რომ აქ წლები დარჩება.  უბრალოდ ისე გარბის უკან მოიხედავ და უკვე წელი კი არა წლებია გასული.

რას გრძნობთ ამდენი წლის შემდეგ? ემოცია, როდესაც წლები გადის და შვილები გაიზარდნენ?

უემოციო გავხდი.   იმდენად ერთფეროვანია ჩემი ცხოვრება , ყველაფერზე რეაგირება დავკარგე.  რა ხანია გულით არ გამიცინია.   სულ ჩავიკეტე.  ალბათ  ამას ფსიქოლოგიური სტრესიც დაემატა.  მხოლოდ ის მახარებს, ჩემსს შვილებს რომ ოცნებები ავუსრულე .. ამაზე მეტი ბედნიერება კი არაფერია.

ურთიერთობა, რომელიც გაქვთ ამდენი წლის განმავლობაში რამდენად ხშირია?

ყოველდღე ვსაუბრობთ მაგრამ, დროის უკმარისობის გამო ხშირად ვერ ვახერხებთ საუბარს.  ხანდახან სასაუბროც დაილია ალბად

რას ურჩევთ ემიგრანტ დედებს, რომლებსაც შვილები  ელოდებიან?

სულის სიმშვიდეს ვუსურვებ აბსოლიტურად ყველა ადამიანს.  აქ მარტო დედები არ არიან,  ხშირად ასე მგონია მამები უფრო განიცდიან ამ ყველაფერს.  ქალებს უფლისგან ბოძებული სიმტკიცე გვაქვს ცოტა ოდენი ხასიათში.  აი კაცები კი?!

როცა კვირას ვისვენებ ,ხშირად ვაკვირდები ქართველებს.

ქალები უფრო თავმოვლილები არიან, ზოგს ასაკიც კი არ ეტყობა.

კაცებზე  კი  მონატრებას სხვანაირად დაუტყვია კვალი.

და მაინც ყველა ადამიანსს , სამშობლოდან ძალიან შორს ერთადერთი რაც გვაერთიანებს ეს საქართველოს მონატრებაა ,რომელიც სულ სხვანაირი ყოფილა.

ავტორი: მარიკა ხორავა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები