როცა ორსულად ხართ უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას. უარი უნდა თქვათ ისეთ რაღაცებზე, როგორიცაა ალკოჰოლი, უმი თევზი და არაპასტერიზირებული ყველი. რაც შეეხება კოფეინს, უნდა ვთქვათ თუ არა უარი დილის ყავაზე ან კოფეინის შემცველ სხვა პროდუქტებზე?

რეკომენდაცია

კოფეინი მრავალი სასმელის, საკვებისა და საჭმლის ინგრედიენტია. რომც გინდოდეს, ძნელი იქნება კოფეინის სრულად ამოღება ჩვენი მენიუდან, თუმცა უნდა ვაკონტროლოთ ის. ექიმები გვირჩევენ რომ დღეში 200 მგ კოფეინის მიღება უსაფრთხოა.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ერთი-ორი ფინჯანი ყავის მიღება უსაფრთხოა. (არ იგულისხმება დიდი ზომის ჭიქა, მაგალითად როგორიცაა  Starbuck’sის ჭიქა )

როგორ შეიძლება იმოქმედოს კოფეინმა ორსულზე და ბავშვზე ?

უნდა გახსოვდეთ, რომ კოფეინი სტიმულატორია, ის ზრდის გულისცემას და არტერიულ წნევას. ის აფხიზლებს და ენერგია მოაქვს, თუმცა მას ასევე შეუძლია უძილობის გამოწვევა. კოფეინი ასევე ზრდის შარდის გამოყოფას, რამაც შეიძლება ორგანიზმის დეჰიდრატაცია გამოიწვიოს.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ზუსტად არ არიან დარწმუნებული, რამდენად ზემოქმედებს კოფეინი ახალშობილზე, მათ იციან რამდენიმე რამ:

კოფეინი პლაცენტარულ ბარიერს თავისუფლად გადის და ბავშვის ორგანიზმში ხვდება. მას შეუძლია ზუსტად ასევე იმოქმედოს მუცლადმყოფ ბავშვზე როგორც ჩვენზე. ეს ნიშნავს, რომ ყავის დალევის შემდეგ ბავშვი შეიძლება ცოტათი უფრო აქტიური და მოუსვენარი გახდეს. ასევე მან შეიძლება გაზარდოს ბავშვის გულისცემა და გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა.

რჩევა: თუ თქვენ დღეში 200მგ-ზე მეტ კოფეინს იღებთ შეამცირეთ მისი რაოდენობა.

წყარო: https://www.verywellfamily.com

                                                                             მასალა მოამზადა: სოფია მალანიამ