Unicef: შეჩერებული ფრენების გამო, მილიონობით ბავშვი ვაქცინაციის გარეშე რჩება

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული საერთაშორისო ფრენები მსოფლიოში მილიონობით ბავშვის სიცოცხლეს აყენებს რისკქვეშ, ვინაიდან საჰაერო მიმოსვლა მკვეთრად შემცირებულია, – ამის შესახებ BBC გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

ფონდი მოუწოდებს ქვეყნების მთავრობებსა და კერძო სექტორს, უზრუნველყონ საჰაერო სატვირთო გადაზიდვები, რათა არ შეიქმნას ვაქცინების დეფიციტი და ბავშვების აცრები გეგმიურად ჩატარდეს.

Unicef-ის ცნობით, წითელას, პოლიოს, ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრები ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ბავშვის გადარჩენას უწყობს ხელს.

საქართველოში ბავშვთა აცრები შეუფერხებლად მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს ბავშვების გეგმიური იმუნიზაციისკენ მოუწოდებს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები