გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირების სტატისტია მაღალია, ასევე დაინფიცირების რისკიც , რადგან 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები.

„ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ძირითადი მომსახურებების გაძლიერებისათვის და თითოეული ბავშვისათვის სათანადო გარემოს შესაქმნელად, რათა ბავშვებმა შეძლონ საკუთარი უფლებებით სარგებლობა. სექტემბერში ძალაში შევა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს ბავშვთა ცხოვრებაში მათი კეთილდღეობის ხელშესაწყობად. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას კოდექსის განხორციელებაში“, – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.