UNICEF – მსოფლიოში ყოველი მესამე ბავშვი არასათანადოდ იკვებება

მსოფლიოში ყოველი მესამე ბავშვი არასათანადოდ იკვებება, – ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაშია ნათქვამი.

UNICEF-ის ინფორმაციით, მსოფლიოში 200 მილიონი 5 წლამდე ასაკის ბავშვი კვების უკმარისობას განიცდის.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსოფლიოში მცხოვრები დაახლოებით 700 მილიონი ბავშვიდან დაახლოებით ე.წ. „ფარულ შიმშილს“ განიცდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ ღებულობენ საჭირო ვიტამინებს, მინერალებსა და სხვა საკვებ ნივთიერებებს.

50 მილიონ ბავშვს კახექსია აქვს, რაც სიღარიბისგან გამოწვეული სისუსტეა.

149 მილიონი 4 წლამდე ასაკის ბავშვს ზრდისა და განვითარების ჩამორჩენა ახასიათებს და ასაკთან შედარებით ძალიან დაბლები არიან. ჩამორჩენილობაში იგულისხმება როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური ჩამორჩენილობა.

მოხსენების თანახმად, 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვების 45 პროცენტი ხილსა და ბოსტნეულს არ ღებულობენ. 60 პროცენტი – არ ღებულობს კვერცხს, თევზს, ხორცს ან რძის პროდუქტებს.

გაეროს ბავშვთა ფონდი აცხადებს, რომ მონაცემები საგანგაშოა და საფრთხეს უქმნის კაცობრიობის მომავალს.

წყარო : dw.com

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები