პანდემიამ ადამიანების ცხოვრებაში სტრესი და შიში შემოიტანა. პირბადის ტარებამ შესაძლოა განსაკუთრებული დისკომფორტი, გაურკვევლობა და უკმაყოფილება გამოიწვიოს მცირეწლოვან ბავშვებში. ესეთ დროს მნიშვნელოვანია ბავშვთან ღია საუბარი ამ საკითხზე. იმისათვის, რომ ბავშვი მიეჩვიოს პირბადის ტარებას აუცილებელია მუდმივი შეხსენება და თანმიმდევრული ქცევა. გაეროს ბავშვთა ფონდი შეგვახსენებს, რომ პატარები უნდა მიაჩვიოთ არა მხოლოდ  პირბადის ტარებას, არამედ ხელის ხშირ ბანვას და ფიზიკური დისტანციის დაცვას.

რამდენიმე რჩევა თუ როგორ მივაჩვიოთ ბავში პირბადის ტარებას:

  1. ესაუბრეთ პირდაპირ. ბავშვებს უნდა ესაუბროთ მისი ასაკის შესაფერისად. უნდა აუხსნათ რომ პირბადის ტარება არავის სიამოვნებს, თუმცა მისი ტარებით ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვებზე.

 

  1. მოუსმინეთ მას, რომ გაიგოთ კონკრეტულად რაზე ღელავს. ნუ ინერვიულებთ, თუ ყველა კითხვაზე ვერ უპასუხებთ – ეს ვითარება ყველა ჩვენგანისათვის ახალია. დაინტერესდით, რას ეუბნებიან მეგობრები, რათა დარწმუნდეთ ფლობს თუ არა ის სანდო ინფორმაციას.

  1. აარჩევინეთ პირბადე თავად მას. არსებობს მრავალი ფერის და დიზაინის პირბადეები. მიეცით საშუალება თავად აირჩიოს პირბადე, რაც უფრო მეტად მოეწონება მას თავისი პირბადე, მით უფრო მაღალია ალბათობა, რომ მან ის ატაროს.
  2. ასწავლეთ პირბადის სწორი გამოყენება. იგი ბავშვს უნდა უფარავდს პირს, ცხვირს და ნიკაპს, მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული, გვერდებზე არ უნდა რჩებოდეს სიცარიელე, ასევე ბავშვს არ უნდა უშლიდეს ხელს მხედველობაში. დარწმუნდით, რომ ბავშვს კომფორტულად შეუძლია სუნთქვა პირბადით სწრაფად სიარულის ან საუბრისას.

  1. მიეცით სწორი მაგალითი. ბავშვები ხშირად იმეორებენ ოჯახის წევრების ქცევებს, ამიტომაც უნდა დარწმუნდეთ, რომ ისინი სწორად იცავენ ჯანმოს რეკომენდაციებს.
  2. რა ასაკიდან უნდა ატაროს ბავშვმა პირბადე? 

    პირბადე არ უნდა ატაროს პირმა, ვისაც არ შეუძლია პირბადის მოხსნა დახმარების გარეშე, მათ შორის, ჩვილებმა და მცირეწლოვანმა ბავშვებმა, ან ნებისმიერმა პირმა, ვისაც უჭირს სუნთქვა. გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, 5 წლამდე და 5წლის ასაკის ბავშვებს არ  უნდა მოეთხოვებოდეთ პირბადის ტარება. ეს განპირობებულია ბავშვის უსაფრთხოების მოსაზრებით, ასევე იმ ფაქტორით, რომ სხვადასხვა ბავშვები სხვადასხვა ასაკში აღწევენ განვითარების ეტაპებს. თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული რეკომენდაციები მოქმედებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ თუ თქვენი ხელისუფლების მიერ დადგენილი მოთხოვნაა, რომ 5 წლის და 5 წლამდე ასაკის ბავშვებმა უნდა ატარონ პირბადე, მაშინ ბავშვი უნდა იყოს თქვენი ან სხვა აღმზრდელის თვალთახედვის არეალში, რათა აკონტროლოთ  ბავშვის მიერ პირბადის უსაფრთხოდ გამოყენება.

     როგორ უნდა გაწმინდოთ ქსოვილის პირბადე?

    პირბადე გარეცხეთ საპნით ან სარეცხი სითხით, სასურველია, ცხელ წყალში (სულ მცირე 60 გრადუსზე) მინიმუმ დღეში ერთხელ. სარეცხ მანქანაში გარეცხვისას, გამოიყენეთ ქსოვილის შესაბამისი რეჟიმისთვის დასაშვები წყლის ყველაზე მაღალი ტემპერატურა. ხელით რეცხვის შემთხვევაში, გარეცხეთ ცხელი, საპნიანი წყლით. გარეცხვის შემდეგ, პირბადე მთლიანად უნდა გაშრეს ხელახლა გამოყენებამდე. პირბადეები შეინახეთ სუფთა პაკეტში.

    წყარო: https://www.unicef.org/georgia/ka/

                                                                                          მასალა მოამზადა: სოფია მალანიამ