ყველა ბავშვი ინდივიდუალურია – ზოგი ადრე იწყებს ლაპარაკს და სიარულს, ზოგს ცოტა აგვიანდება და ამაში საგანგაშო არაფერია. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ფლობს ან მეტ, ან ნაკლებ უნარს. მაგრამ სპეციალისტები გამოყოფენ უნარებს, რომლებსაც, მაგალითარ, 4-5 წლის ბავშვი აუცილებლად უნდა ფლობდეს. და აი, ისინიც:
მოძრაობის განვითარება
- უნდა შეეძლოს ცალ ფეხზე დგომა მინიმუმ 10 წამის განმავლობაში;
- ადგილზე ხტომა, ყირაზე გადაკოტრიალება;
- აქეთ-იქეთ რყევა, რაიმეზე აცოცება;
- პატარა დაბრკოლებაზე გადახტომა;
წვრილი მოტორიკა
- შეუძლია გადაიხატოს სამკუთხედები და სხვა მარტივი გეომეტრიული ფიგურები
- ხატავს ადამიანის ტანს
- წერს ზოგიერთ ასოს
- შეუძლია დაუხმარებლად ჩაცმა-გახდა
- იყენებს ჩანგალს, კოვზს
- ტუალეტში თავად დადის
ასევე დაგაინტერესებთ: ბაღის პედაგოგის ლაივ-აქტივობები ბავშვის წვრილი მოტორიკის განსავითარებლად!
ენობრივი უნარები
- შეუძლია გაიხსენოს ნაამბობის გარკვეული ნაწილი
- ამბობს 5 და მეტსიტყვიან წინადადებებს
- საუბარში იყენებს მომავალ დროს
- ყვება გრძელ ისტორიებს
5. ასახელებს სახელს, გვარს და საცხოვრებელ ადგილს
შემეცნებითი პროცესი
- შეუძლია გადათვალოს 10 და მეტი საგანი
- სწორად არჩევს მინიმუმ 4 ფერს
- წარმოდგენა აქვს დროის ცნებაზე (რას ნიშნავს გუშინ, ხვალ)
- იცის იმ საგნების სახელი და დანიშნულება, რასაც ოჯახში ყოველდღიურად იყენებენ (ფული, საკვები, ტექნიკა)
სოციალური და ემოციური განვითარება
- უნდა მეგობრების გახარება
- სურს, რომ თავის მეგობრებს ჰგავდეს
- ადვილად იგებს და ითვისებს თამაშის წესებს
- მოსწონს სიმღერა, ცეკვა და წარმოდგენების გამართვა
- ავლენს უფრო და უფრო მეტ დამოუკიდებლობას, უახლოეს მეზობელთანაც კი უკვე მარტო გადადის.
- აცნობიერებს სქესთა შორის განსხვავებას
- ფანტაზიის რეალობისგან განსხვავება შეუძლია
- ახასიათებს სიჯიუტე
ეს ზოგადი ჩამონათვალია და დიდად ნუ ინერვიულებთ, თუკი რომელიმე უნარს თქვენი პატარა ჯერჯერობით ვერ ფლობს.
სტატია მოამზადა: ნათია ხარბედიამ