უკეთესი, ვიდრე ყავა – დილის ენერგეტიკული სასმლის რეცეპტი ჯესიკა ალბასგან

38 წლის ამერიკელმა მსახიობმა, ჯესიკა ალბამ თავის გამომწერებს დილის ენერგეტიკული სასმლის რეცეპტი გაუზიარა და ურჩია, რომ ყავის მაგივრად დილაობით სწორედ ეს საოცარი სასმელი მიირთვან. ყოველ დილით მსახიობი ამ სასმლით იწყებს და ზღვა ენერგიით იმუხტება.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:

1 პაკეტი შავი ჩაი, 2 პაკეტი თეთრი ჩაი;

1 ჩაის კოვზი თაფლი;

შვრიის ან ნუშის რძე;

მომზადება:

დააყენეთ 3 პაკეტისგან ჩაი, დაუმატეთ თაფლი და რძე (სასურველია ინგრედიენტებში მოცემული რძე, თუმცა ნებისმიერი პასტერიზებული რძეც შესაძლებელია); ამ სასმლის მოსამზადებლად 10 წუთი დაგჭირდებათ და მთელი დღე გეყოფათ მისგან მიღებული ენერგია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები