ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ მათემატიკის სწავლა გოგონებსა და ვაჟებს ერთნაირად შეუძლიათ

ტვინის სკანირებამ მითი იმის შესახებ, რომ ბიჭები მათემატიკაში უკეთესები არიან, ვიდრე გოგონები კიდევ ეთხელ დაამსხვრია.

იგივე დასკვნამდე მეცნიერები დღემდე ჩატარებული არაერთი კვლევის შედეგადაც მისულან, თუმცა ეს კვლევები ძირითადად ტესტირების ქულების ანალიზზე დაყრდნობით ტარდებოდა.

ამჯერად კი კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ტვინის სკანირება განახორციელეს. მათ 3-დან 10 წლის ასაკამდე 104 ბავშვს შემეცნებითი ტესტები შეასრულებინეს და მათემატიკის გაკვეთილების ვიდეოები აჩვენეს, რა დროსაც მათ ტვინებს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიის(MRI)  საშუალებით იკვლევდნენ.

მიღებული გამოსახულებები ამტკიცებს, რომ გოგონებიც და ბიჭებიც მათემატიკური ამოცანების ამოსახსნელად ტვინის ერთსა და იმავე მექანიზმებსა და ქსელებს იყენებენ.

კვლევის შედეგები დაწვრილებით ჟურნალ Science of Learning-ში გამოქვეყნდა.

წყარო : Science of Learning

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები