ცნობილი ადამიანების სახალისო გამონათქვამები მშობლის როლზე

იყო მშობელი – დიდ ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს. ეს დიდ ბედნიერებასთან ერთად დამღლელიცაა… სწორედ გრძელი და დატვირთული დღის შემდეგ, გთავაზობთ შვილების აღზრდით გადაღლილი ცნობილი ადამიანების სახალისო ფრაზებს:

„ბავშვებისგან შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ. მაგალითად, რამხელაა ჩვენი მოთმინების უნარი.“ – ფრანკლინ ჯონსი.

„ორი წლის ბავშვი ბლენდერს გავს, რომელსაც სახურავი არ აქვს“- ჯერი საინფილდი.

„ბავშვების უმეტესობა რაღაც ეტაპზე სახლიდან წასვლით იმუქრება, ესაა ერთადერთი რამ, რაც მშობელს აძლებინებს“- ფილის დაილერი.

„საოცარია, რა სწრაფად სწავლობენ ბავშვები მანქანის მართვას, თუმცა არ შეუძლიათ ისწავლონ მტვერსასრუტის, ან ბალახის საკრეჭის ჩართვა“-ბენ ბერგორი.

„ბავშვებისა და ბებია-ბაბუების შესანიშნავი ურთიერთობის მიზეზი ისაა, რომ მათ საერთო მტერი ჰყავთ“- უცნობი.

„როგორც ყველა მშობელი, მე და ჩემი ქმარიც ვიმედოვნებთ, რომ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ და საკმარისი ფული გადავდეთ, ბავშვების ფსიქოთერაპევტებთან მისაყვანად“- მიშელ პფაიფერი.

„ სიმართლე ისაა, რომ მშობლებს შვილების ჩხუბში სამართლიანობა კი არ აინტერესებთ, უბრალოდ უნდათ, რომ მალე გაჩუმდნენ“-ბილ კოსბი.

„ყველა დედა ცოტათი შეშლილია” – ჯ.დ სელინჯერი

“არასდროს ათხოვო მანქანა იმას, ვინც გააჩინე “-ემმა ბომბეკი.

„პირველ 12 თვეს ვატარებთ ბავშვისთვის იმის სწავლებაში, თუ როგორ გაიაროს და ილაპარაკოს, შემდეგ 12-ს კი, რომ დაჯდეს და მოკეტოს“ – ფილის დაილერი.

„ცოტა რამაა ისეთივე სასიამოვნო, როგორიც შენი შვილის შვილთან ურთიერთობის ყურება“ – დაგ ლარსონი.

„ბავშვის ყოლა სტუდენტურ საცხოვრებელში ყოფნას ჰგავს; არავის ძინავს, ყველაფერი გატეხილია და ნივთები ცაში დაფრინავს“-რეი რომანო.

„ თუ ყველაფერი ვითარდება, რანაირადაა, რომ დედებს ჯერ ისევ ორი ხელი აქვთ?“ – მილტონ ბერლი.

„ თუ ბავშვები თავს აგატკიებენ, მიყევით წამლის ინსტრუქციას, განსაკუთრებით იმ ნაწილს სადაც წერია: მოარიდეთ ბავშვებს“- სიუზან სავანა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები