წერილი ფსიქოლოგს: “გავშორდი ქმარს, რომელიც მცემდა. ახალ ურთიერთობას შიშით ვერ ვიწყებ”

“თავიდან გვიყვარდა ერთმანეთი. მაგრამ როგორც კი ბავშვი შეგვეძინა, ყოფითმა პრობლემებმა ყველაფერი შეცვალა… გახდა აგრესიული. ხელით მეხებოდა, ერთხელ მახრჩობდა კიდეც. შემდეგ ბოდიშებს მიხდიდა  და მპირდებოდა, რომ აღარ გამეორდებოდა მსგავსი. მე მიყვარდა და ყველაფერს ვპატიობდი. ვიფიქრე, მეორე შვილის გაჩენის შემდეგ დალაგებოდა ყველაფერი, მაგრამ ამაოდ. სვამდა, დღითიდღე აგრესიული ხდებოდა, ეჭვიანობდა, არადა მე მხოლოდ მისით ვიყავი შეპყრობილი. ან სად გავიხედებოდი, მთელი დღე ოჯახით ვიყავი დაკავებული. არანაირი ჩემი საქმე, არც სამსახური. მირტყამდა ორსულს, ახალნამშობიარებს, ბავშვების თანდასწრებით და როცა ერთ დღეს ჩემი უმცროსი შვილი შეშინებული ისტერიკაში ჩავარდა,  საბოლოოდ დავასრულე! განქორწინება მანამდეც ვცადე, მაგრამ მისმა დროებითმა გამოსწორებამ და თხოვნამ, პირობამ, რომ გამოსწორდებოდა, გადამაფიქრებინა.

მოკლედ ახლა ჩემ შვილებთან ერთად ვცხოვრობ, თითქოს ბედნიერი ვარ, არაფერი მაკლია, მაგრამ მინდა ადამიანი მყავდეს გვერდით. მიყვარდეს, ვუყვარდე, ვზრუნავდე მასზე და მეიმედებოდეს. ემოციური ადამიანი ვარ და გრძნობის გარეშე ურთიერთობა არ შემიძლია. შეუხედავი არ ვარ, მამაკაცების ყურადღებას ვგრძნობ, მაგრამ სერიოზულ ურთიერთობას ვეძებ. თუმცა, დაწყების მეშინია. როგორ მოვიქცე?”

ლანა, 29 წლის

ფსიქოლოგის რჩევა:

ლანა, თქვენი მონათხრობი სიყვარულის ისტორიას არ გავს, ეს ოჯახური ძალადობის ფაქტია. ვფიქრობთ, თქვენ სერიოზული მუშაობა მოგიწევთ ფსიქოლოგთან, რათა მოიშოროთ მსხვერპლის როლი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გქონდათ მორგებული და შესაძლოა, გაუცნობიერებლად კვლავ მოირგოთ, ანუ იგივე სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ეს აუცილებელია იქამდე, სანამ ახალ ურთიერთობას დაიწყებთ.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები