ცეპი ჯინსებზე – ახალი მიკროტრენდი

სეზონის მთავარი აქსესუარი!

ათეული წლის შემდეგ ცეპები კვლავ მოდაშია. სუპერმოდელები, მაგალითად, ელზა ჰოკსი და ბელა ჰადიდი რომენტიკულ კაბებთან ერთად ატარებენ მასიურ ოქროსფერ ჯაჭვებს ყელზე , სთრისტაილის ვარსკვლავები იმოსავენ მაჯებს ცეპებით, ზოგიერთი კი აქსესუარს ჩანთებს უკეთებენ. ჩვენ გთავაზობთ დაიკიდოთ ცეპები უბრალო ჯინსებზე.

შეგიძლიათ გაიკეთოთ ცეპი ქამრის სახით, როგორც ეს კაია გერბერს ჰქონდა Chanel-ის საკრუიზო ჩვენებაზე, ან შეარჩიოთ კარაბინების გამოსახულებიანი რკინის გრძელი ბრელოკები. ისინი იდეალურია momfit ჯინსებთან.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

მეტად ბრუტალურ იმიჯს შეიქმნით ცეპებზე ჩამოკიდებული კულონებით. მაგალითად Raf Simons-მა ცეპებს საყვარელი პეპლები ჩამოკიდა, ხოლო Dsquared2-მა აქსესუარს დაუმატა გასაღებები და მეტალის სანთებელები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გარდა ამისა, ცეპი შესანიშნავად ასრულებს მკაცრ სტილს, რომელიც შედგება ოვერსაიზ ჟაკეტის და საბაზისო სწორი შარვლისგან.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები