წელის გარშემოწერილობა აუტისტური სპექტრის ბავშვის გაჩენასთანაა კავშირში

ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც  ნორსვესტერნის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს, დამტკიცდა, რომ წელის გარშემოწერილობის ზომა აუტისტური სპექტრის ბავშვის გაჩენასთანაა კავშირში. კერძოდ,  ქალებს, რომლებსაც წელის გარშემოწერილობა ნორმაზე მეტად დიდი აქვთ, პირდაპირკავშირშია აუტისტური სპექტრის მქონე შვილის ყოლასთან.

მოკლედ რომ ვთქვათ, სპეციალისტები ამბობენ, რომ ფეხმძიმობის დროს არსებული ზედმეტი წონის პრობლემები შესაძლოა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი შეძენასთან იყოს დაკავშირებული.

აქამდე არსებული კვლევები ამ კორელაციას არ ადასტურებდა და ამის მიზეზად იმას ხსნიან, რომ მაშინ კვლევისათვის ქალის სხეულის მასის ინდექსს იყენებდნენ, რაც, როგორც აღმოჩნდა, ცდომილებას ქმნიდა.მას შემდეგ, რაც ინდექსი აღარ გამოიყენეს,  ქალის წონასა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დაბადებას შორის ურთიერთკავშირი დაინახეს.

მეცნიერები ამბობენ, რომ თუკი დედები აღმოაჩენენ, რომ მათი წელის გარშემოწერილობა მშობიარობისას 80 სანტიმეტრს აღემატება, შესაძლოა, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის გაჩენის რისკის ქვეშ  აღმოჩნდნენ – ამის ალბათობა კი  65%-ით იზრდება.

 ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორ-მეცნიერმა, გინეკოლოგმა გეუმ ჯონ ჩუმ ეს მოსაზრება 36,451 დედის მონაცემებზე დაყრდნობით წარმოადგინა. ის 7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მათ ბავშვებს. 0.76%-ის შემთხვევაში, კერძოდ 265 ბავშვს აუტისტური სპექტრი აღმოაჩნდა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები