მე და შენ ურთიერთობაში ვართ, ეს ნიშნავს, რომ მე შენზე ვზრუნავ და ვითვალისწინებ შენს აზრსს და ანალოგიურად შენც იგივეს აკეთებ ანუ ჩვენი ურთიერთობა არის ჯანსაღი. ეს არის ურთიერთობა სადაც ჩვენ ერთმანეთის სურვილებს პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ერთმანეთის ,,მინდა’’-ს. თუკი მე და შენ ვართ ურთიერთობაში, მე ვზრუნავ შენზე, შენ კი არა, მე ვითვალისწინებ შენს აზრს, შენ კი ცდილობ დომინირებას. ეს ნიშნავს რომ ჩვენი ურთიერთობა ტოქსიკურია და აზიანებს ჩემს თვითშეფასებას. ესეთი ურთიერთობა არ არის უსაფრთხო ადგილი ჩემთვის. იმ ურთიერთობაში სადაც თქვენი ,,მინდა’’ მუდმივად დაიგნორებულია და მხოლოდ პარტნიორის ინტერესებია გათვალისწინებული ესეთი ურთიერთობა მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება თქვენთვის. თუ რა გავლენას ახდენენ სხვა ადამიანები ჩვენს ცხოვრებაზე და რა კავშირშია ტოქსიკური ურთიერთობა შფოთვასთან ამ თემაზე ფსიქოლოგი ნონა ტაბატაძე გვესაუბრა.

როგორ ყალიბდება ტოქსიკური ურთიერთობა? ორი ადამიანის ურთიერთობა ხდება საკუთარი პირადი საზღვრიდან გასვლის შემდეგ. იმისათვის, რომ მე ჯანსაღი ურთიერთობა დავამყარო მეორე ადამიანთან, მნიშვნელოვანია გარკვეულწილად  ვაცნობიერებდე როგორც ჩემს საკუთარ საზღვრებს ასევე – სხვისას.

მე მოვდივარ შენთან ჯანსაღ  კონტაქტზე – ვეხები რა შენს საზღვარს, მე თუ პატივს არ ვცემ შენს საზღვრებს ანუ უხეშად ვიჭრები, ან პირიქით შენ არ სცემ ჩემს საზღვრებს პატივს, მაშინ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ემოციურ ტკივილის და მუდმივი დაძაბულობის, სტრესის და უბედურების მომტანი იქნება. სწორედ ასეთი ურთიერთობები ყალიბდება შემდგომში ტოქსიკურად.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ტოქსიკური ურთიერთობა? წაიკითხეთ სტატია სრულად https://beautynews.ge/