პოპულარული ჩინური სოციალური ქსელი TikTok, ამერიკის შეერთებულ შტატებში , 13 წლამდე ბავშვების პირადი მონაცემების ( ვინაობა, ელექტრონული ფოსტა, ადგილმდებარეობა) უკანონო შეგროვების გამო$5.7 მილიონით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ი ასევე ავრცელებს, რომ კომპანიმ ჯარიმის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
TikTok ჩინურ კომპანია Bytedance-ს ეკუთვნის და მისი ღირებულება $75 მილიარდს აღწევს.
სხვადასხვა მონაცემების თანახმად, TikTok-ზე დაახლოებით ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებელია რეგისტრირებული.