თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება – კალაძე

Uncategorized, მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თბილისიდან რუსთავში და პირიქით ავტობუსები ივლის. ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სწორედ რუსთავიდან ჩამოდის ყოველდღიურად დედაქალაქში მოქალაქეთა ყველაზე დიდი ნაკადი – 30 ათასამდე ადამიანი, რაც თბილისში მოძრავ საავტომობილო ნაკადებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ავიაბილეთები avia.ge

„აღნიშნული პროცესი ქალაქს ზედმეტი საავტომობილო ნაკადის შემოსვლას აარიდებს და ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სოციალურ-ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, შემუშავდეს და ამოქმედდეს ავტობუსის რეგულარული მარშრუტი რუსთავსა და თბილისს შორის. მინდა, ჩემს მოადგილეს, მაია ბითაძეს და თბილისის მერიის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს დავავალო, ზუსტი მარშრუტის, საწყისი და საბოლოო წერტილების, ასევე, გაჩერებების იდენტიფიცირებისა და დამუშავების პროცესი დაიწყონ“, – განაცხადა მერმა. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *