ტესტი: რა დაინახეთ პირველად?

ნახატი, რომელსაც ხედავთ, თავდაპირველად უბრალოდ ნახატი იყო და მას ფსიქოლოგიური მიზნით არ იყენებდნენ, თუმცა შემდეგ, აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა  ადამიანებმა ნახატში პირველად სხვადასხვა რამ დაინახეს.

ფსიქოლოგებმა ამის მიხედვით ადამიანების იმ მომენტში არსებული მდგომარეობა დაინახეს და თანაც უშეცდომოდ.

ვნახოთ, თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობაც თუ დაემთხვევა ფსიქოანალიზს.

მაშ ასე, შეხედეთ ნახატს და დაუფიქრებლად თქვით, რას ხედავთ ერთი შეხედვით?

შემდეგ კი წაიკითხეთ ახსნა:

თუკი თქვენ პირველად ორი მოხუცის სახე დაინახეთ, რომლებიც ერთმანეთს უყურებენ, მაშინ…

ამჟამად თქვენთვის მთავარი და პრიორიტეტული ოჯახი და ახლობლები არიან. მათი ჯამრთელობა და კეთილდღეობა ახლა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

თუკი თქვენ პირველად დაინახეთ ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთს სიმებიანი საკრავი უჭირავს, მაშინ…

თქვენ ცხოვრების რთულ და დაძაბულ პერიოდში იმყოფებით. ყოველწამს სტრესულ სიტუაციასთან გაქვთ საქმე. დაუყოვნებლივ გესაჭიროებათ დასვენება. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ საქმიანობას, გართობას, ან ჰობის.

ასე დააგროვებთ ენერგიას და მოიკრებთ ძალებს, რათა განაგრძოთ მუაშაობა.

თუკი, პირველი რაც დაინახეთ არის გოგონა, დიადემა, ლამფა და კარი, მაშინ …

თქვენ თავად ქმნით საკუთარ ცხოვრებას და მთელი არსებით ხართ ამ პროცესში ჩაფლული. ამიტომაც ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც თვენ გინდათ. თუმცა, მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს სურვილებს, ისინი გულით უნდა იყოს ნაკარნახევი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები