ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანიის დირექტორმა, რეზო მაღალაშვილმა განაცხადა.

საუბარია, ისეთ ბრენდულ მაღაზიებზე როგორიცაა, “ზარა”, “მა­სი­მო დუტი”, “ოიშო”, “ბერშკა”, “სტრა­დი­ვა­რი­უ­სი” და ა.შ. რომლებიც თბილისში, დიდი სავაჭრო მოლებშია წარმოდგენილი.

მაღალაშვილის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. მისივე თქმით, პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის ნაცვლად, კარანტინში მოხვდება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები