სსსმ ბავშვთან ურთიერთობის მეთოდები

ხშირად, რთულია მივიპყროთ ბავშვის ყურდღება. განსაკუთრებით, თუ ის სსსმ პირია. თუმცა, დაკვირვების და გამოცდილების შემდეგ, აღმოაჩენთ მეთოდებს, რომელიც გაახალისებს თქვენს ურთიერთობებს. მაგ. ცეკვა. ეს, ერთი შეხედვით მარტივი იდეაა. მაგრამ გარდა იმისა, რომ ცეკვა ფიზიკურ აქტივობას გულისხმობს და შესაბამისად სასარგებლოა, იგი ბავშვისთვის მთელი რიგი დადებითი ემოციების მომტანია.
პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ ცეკვა თავად უნდა გინდოდეთ. მხოლოდ ამის შემდეგ მოგბაძავთ ბავშვი. ჩვენი მიზანი ცეკვის სწავლა არ არის, არამედ ურთიერთობის დამყარება. ბავშვმა უნდა იგრძნოს თქვენგან მომავალი იმპულსი და მიხვდეს, რომ მასთან დაახლოება გინდათ. ამ შემთხვევაში ბავშვს თავად გაუჩნდება სურვილი აგყვეთ, მოგბაძოთ და ბოლოს თავად გამოხატოს ემოცია. ნუ ასწავლით მოძრაობის წესებს, იმოძრავეთ თავისუფლად, ეს არის მნიშვნელოვანი. როდესაც ბავშვს უჭირს ხატვა, ერთ ადგილას გაჩერება, ვერ წერს და კითხვებზეც არ გპასუხობთ მონდომებით, სცადეთ ცეკვა. ეს, ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია. გამოყავით განსაზღვრული დრო, ბავშვი მეტად დისციპლინირებული გახდება. როდესაც აღმოაჩენს, რომ ცეკვა მოსწონს და შეუძლია, შეეცდება გარშემო მყოფებსაც გაუზიაროს თავისი მიღწევა. ზოგიერთი ბავშვისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თვითგამოხატვა. არ დაგავიწყდეთ, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის: შევქმნათ გარემო სადაც აზრის თავისუფლად გამოხატვა იქნება შესაძლებელი.

მასალა მოამზადა : ანა გლუნჩაძემ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები