პორტალი Meals.ge სულ ახლახანს ჩაეშვა ინტერნეტსივრცეში და ის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მთავარია კონცეფცია, რაც ამ სივრცეს აქვს, საინტერესო ადამიანების გაერთიანებაა. კონკრეტულად კი კულინარიის ისეთი მოყვარულებისთვის, რომელთაც ჰობი სერიოზულ საქმედ აქციეს და უამრავ ადამიანს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას სამზარეულოში.

პირველად ნატალიას წარმოგიდგენთ, მისი ბლოგის სახელი ინსტაგრამზე ასე ჟღერს:  dinnergoneright !

მოკლედ კი ნატალიას ისტორია ასეთია:

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

მოყვარული კულინარი. გავიზარდე ყველაზე ფუსფუსა და გემრიელი ხელის მქონე ბებიების გარემოცვაში. ყოველი შაბათ-კვირა ახალი კულიანრიული გამოწვევებისა და თავგადასავლების იყო. შესაბამისად, გასაკვირი არ არის კულინარიისადმი ჩემი ასეთი სიყვარული და დაინტერესება. სანამ ბლოგი შეიქმნებოდა, ჩემს პირად გვერდზე ვდებდი სხვადასხვა რეცეპტს. ჩემი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ – დროა ნატალია! მზად ხარ! ერთ მშვენიერ საღამოსაც, მარტის მეხუთე დღეს, დაიბადა ჩემი ეს სივრცე – სიყვარულისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის და, რა თქმა უნდა, ახალი კულინარიული თავგადასავლებისთვის. აქ შემომსვლელნო, ყველა იმედი თან იქონიეთ, რადგანაც შეუძლებელი არაფერია… გელოდებით ჩემი მარტივი, გემრიელი და ხალისიანი ვიდეო-რეცეპტებით.

ახლა კი აუცილებლად გადადით რეცეპტზე და სცადეთ ქართული დესერტთა დესერტის, ფელამუშის ნატალიას რეცეპტით მომზადება