სიმპტომები, რომლებიც მიანიშნებს, რომ თქვენ პანიკური შიშები გაქვთ…

 

გათენდა…

დღესაც ჩვეულებრივ მიდიხარ სამსახურში, ემზადები დამღლელი დღისთვის, თითქოს ყველაფერი ისევ ისეა, როგორც აქამდე იყო… ისევ გადიხარ სახლიდან, ავტობუსს ელოდები გაჩერებაზე, ფიქრობ, როგორ გავს ყველა დღე ერთმანეთს…

ყველაფერი კარგად არის, ოჯახი, სამსახური, მეგობრები. ამ წუთას უცებ, უბრალოდ გაგიელვა თავში აზრმა საკუთარ სიმარტოვეზე, მაგრამ ახლა რა დროს ეს არის?! ავტობუსი უკვე მოვიდა, ფიქრები ყოველდღიურობაზე ისევ აქტუალურია. ადიხარ ავტობუსში და სიგარეტის კოლოფი გივარდება, იხრები, უეცრად, რაღაცამ შეგაქანა, ალბათ მგზავრობის ბრალია… თითქოს ცუდად ხარ, გული გიჩქარდება, მოდის შემზარავი შიში –  გულის შეტევა ხომ არ მემართება?! ცოტაც და წაიქცევი…

ჯდები, ცდილობ ჩაისუნთქო, მაგრამ არა, რაღაც ბურთია ყელში, ჩასუნთქვა გიძნელდება, შიში, სიმარტოვე, ხალხით სავსე ავტობუსში, «მიშველის ნეტა ვინმე?» დრო იწელება და სამყარო გაბლარულია, ყველაფერი რაც აქამდე აქტუალური იყო აზრს კარგავს, ისევ ცუდად ხარ. როგორღაც ჩადიხარ ავტობუსიდან და მიუყვები ქუჩას, რომელიც ბრუნავს, «ნეტავ რა მჭირს?», «ხვალ აუცილებლად ექიმთან წავალ» ….

ექიმთან მიდიხარ  და იწყებ გამოკვლევებს, ერთი ექიმი გაგზავნის  მეორესთან – «მოდით, ესეც გამოვრიცხოთ». «ალბათ, რაიმე სერიოზული მჭირს და იმიტომ ვერ იგებენ….» მარტო ხარ შენს დაავადებასთან, ვერავინ გშველის, არავის ესმის, ახლა რას გრძნობ, ფეხებს ვერ დგამ მყარად მიწაზე… აღარ ურეკავ მეგობრებს, “არ მინდა გიჟი ვეგონო“…. “იქნებ მართლა ვგიჟდები…?!

დაბოლოს….“თქვენ პანიკური შეტევები გაქვთ! გირჩევთ, მიმართოთ ფსიქოთერაპევტს….“

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები