ევექსის დიდუბის პოლიკლინიკის ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი-გვანცა არველაძე.

 

  1.  რა არის ის საგანგაშო ნიშნები, რომელსაც  მშობელმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება, როდის არის საჭირო პირველი ვიზიტი ნევროლოგთან?

ახალშობილის ბინაზე გაწერის შემდგომ, პირველი   ვიზიტი და კონსულტაცია ხორციელდება პედიატრთან, რომლის შეფასების შემდგომ  იგეგმება კონსულტაციები სპეციალისტებთან. საგანგაშო და საყურადღებო ნიშნები შესაძლოა დედისთვის შეუმჩნეველი დარჩეს, თუმცა სამშობიარო სახლში ექიმ- ნეონატოლოგის   მიერ ბავშვის შეფასების  პროცესში გამოვლენილი საჭიროების შემთხვევაში. ხდება ახალშობილის  ნევროლოგიური კონსულტირება. საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში   პოლიკლინიკებსა და ამბულატორიებში   უმრავლესი ბავშვი გადის გეგეგმიურ  ნევროლოგიურ შეფასებას,  ხშირად ეს ხორციელდება  2 თვის ასაკში, რაც გვაძლევს საჭიროებების იდენტიფიცირების საშუალებას  და  აქედან გამომდინარე  იგეგმება შემდგომი სამოქმედო გეგმა. -სპეციალისტის  მიერ უნდა მოხდეს ბავშვის  ნევროლოგიური გასინჯვა და განვითარების მაჩვენებლების  შეფასება. რაც  შეეხება დარღვევებს, რომლის დროსაც საჭიროა ვიზიტი ნევროლოგთან, არის მრავალფეროვანი. ჩვილობის პერიოდში ყურადღება უნდა გავამახვილოთ  მკვეთრ აღზნებასა  და ჭირვეულობაზე, ძილის  ხანგრძლივ დარღვევზე, ასევე საყურადღებოა ყველა ტიპის  მოტორული (მოძრაობითი) დარღვევები; გონებრივი განვითარების შეფერხება; ემოციური და ქცევითი დარღვევები;  მეტყველების შეფერხება, პაროქსიზმული გამოვლინებები; შედარებით მოზრდილ  ბავშვებში, რომლებსაც  ესაჭიროებათ ნეიროფსიქოლოგიური სკრინინგი  და ინტელექტის მაჩვენებლების შეფასება, სწორედ ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს ნევროლოგთან კონსულტაცია.   ბავშვის ადრეული განვითარება  0-დან 3 წლამდე ასაკში, მოიცავს და გულისხმობს მოტორული, სენსორულკოგნიტური სოციალური უნარების, მეტყველების განვითარებას, ასევე თვითმოვლის  უნარების განვითარების შეფასებას,  ჩვილის შეფასებისას  კი ვაკვირდებით ტონუსს , პოზას, ახალშობილთა რეფლექსებს , თავის გარშემოწერილობას.

 

ხშირად  ბავშვებს პირველ  თვეებში უჭირთ  დაარეგულირონ ძილის რეჟიმი, რა არის რეკომედაცია, რომელიც დაეხმარება მშობელს?

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ძილი მნიშნვნელოვანი ფუნქცია  და მოთხოვნილებაა  ბავშვის  სწორი და ნორმალური  ზრდა -განვითარებისთვის.  ბავშვთა ასაკში ხშირია ძილის დარღვევები. ძილთან დაკავშირებულ სირთულეს  ეწოდება ინსომნია,რომელიც თავის მხრივ გახლავთ   ძილის ხანგრძლივობისა და უწყვეტობის დარღვევა, რომელიც ბავშვებში ჩაძინების სირთულით და წყვეტილი ძილით  ანუ ხშირი გაღვიძებებით გამოვლინდება. ზოგადად ძილის დარღვევა  წარმოადგენს ნევროლოგთან  მიმართვიანობის ხშირ მიზეზს, აქ  მნიშვნელოვანია   გარკვეული ასპექტების გათვალისწინება  რაც დაკავშირებულია ძილის ასაკობრივ- ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებთან  და ძილის ფაზების   მახასიათებლებთან. ცნობილია, რომ ახალშობილს სძინავს ხანგრძლივად, მაგრამ მისი ძილი არ არის ისეთი ღრმა, როგორც მოზრდილი ადამიანის, ასე ვთქვათ, აქტიური მძინარები არიან. მოზრდილი ადამიანის ძილის ფაზებისგან განსხვავებით   ჩვილებში ძილის  ნახევარი  მოდის   აქტიური ფაზის მაჩვენებელზე,  ამიტომ ძილი შეიძლება  არ  იყოს ღრმა სწორედ , ამიტომ   ძილში ხშირად  ვხვდებით ე.წ.  კრთომებს და შეღვიძებებს, რომლის შესახებაც მშობლებს ვუხსნით, რომ  ეს არ არის საგანგაშო მდგომარეობა. ასევე მნიშვნელოვანია,რომ  ახალშობილობის პერიოდში არ არის ჩამოყალიბებული დღე-ღამური ციკლი, რომელიც ჩნდება 2-4 თვის ასაკში ან უფრო მოგვიანებითაც და ჩვილების  უმრავლესობა 6 თვის ასაკიდან წყნარ ძილში ატარებენ და უახლოვდებიან მოზრდილთა  ბიორიტმს. ძილის დარღვევა შეიძლება  ასევე დაკავშირებული იყოს  ჩაძინების ასოციაციების მიერ შეგუების დარღვევასთან და მშობლის მიერ არასთანადო პირობების შექმნასთან. ნორმად ითვლება  ბავშვის ღამის მანძილზე 2 -6 ჯერ გაღვიძება. ნაწილი ახერხებს ძილის შებრუნებას, ხოლო ის ნაწილი ვინც მიჩვეულია ხელში ტარებას, წყლის მიწოდებასა და სხვა მანიპულაციებს, მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას.

გვსმენია, რომ ბავშვს აქვს ცუდი ზნე,  ხშირად ტირის , რა არის ამის მიზეზი?

ძილზე  გავლენას ახდენს  როგორც შინაგანი, ასევე გარეფაქტორბი. შინაგანი ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია ბავშვის ტემპერამენტი. სკოლამდელ და სასკოლო ასაკის ბავშვებშიც ვხვდებით  ძილის ისეთ დარღვევებს, რომელიც უფრო ხშირად  ადაპტაციის უნარების დარღვევას უკავშირდება. ბავშვებში  ხშირად ვლინდება  ტრანზიტორული  ანუ გარდამავალი  ხასიათის დარღვევები, რომელიც დაკავშირებულია გარემო პირობების შეცვლასთან   და ასევე   შესაძლოა ,  გვქონდეს  ფსიქო-ფიზიოლოგიური ინსომნია/უძილობა, რომელიც თავის მხრივ მიეკუთნება ქცევითი ინსომნიების ჯგუფს. ამ პრობლემის დროს ხშირია ძილის ჰიგიენისა და რეჟიმის დარღვევა. ასეთ შემთხვევაში მშობლებს  აღნიშნული პრობელის გამოსწორებისთვის ვურჩევთ უფრო მეტ ჩართულობას ,როდესაც ვსაუბრობთ ჯანმრთელ ბავშვზე  რომელიც  შეფასებულია, როგორც პედიატრის ასევე  ნევროლოგის მიერ  და მასთან ხშირია ღამით გაღვიძებები,  შიში, წამოტირება  და ა.შ.,  ამ დროს საჭიროა მოხდეს მშობლის ყურადღების მობილიზება, რომელმაც  უნდა  მოაწესრიგოს  ბავშვის ძილის  რეჟიმი და ჰიგიენა, რაც გულისხმობს დროულ ძილს,  როგორც ჩაძინების,  ასევე გაღვიძების დროის განსაზღვრას, ძილის წინა რუტინის ჩამოყალიბებას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ძილის წინ ბავშვმა  არ უნდა ითამაშოს აღმგზნები თამაშები,  დაძინებამდე 2 საათით არ არის სასურველი ეკრანთან ყოფნა. აუცილებელია ძილისთვის მომზადება, ძილის წინ  გადავდივართ წყნარ  სამაგიდო თამაშებსა თუ  სხვა  აქტივობებზე. ამ რჩევების გათვალისწინებით თანდათანობით ხდება  ძილის მოწესრიგება.

 

რა არის ბავშვის ოპტიმალური ასაკი ბაღსა და სკოლაში    მისაყვანად?

ბავშვები ბაღში მისვლისას  ხშირად განიცდიან მშობლებთან განშორებას,  ბავშვისთვის დედას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია  და მასთან აქვს  განსაკუთრებული  დამოკიდებულება, შესაძლოა მცირე ასაკის ბავშვისთვის ბაღი  სტრესული და ტრავმული აღმოჩნდეს, მაგრამ   ისიც უნდა ითქვას, რომ ბავშვები  სწრაფად ადაპტირდებიან.  თუ  ბავშვისთვის   ბაღი დამაზიანებიელია და  იწვევს  გარკვეული სიმპტომების გამოვლენას, მაგლითად,  ვხვდებით პაციენტებს. რომელთაც ბაღში  სიარულის შემდეგ დაეწყოთ  ენისბორძიკი ,  სხვადასხვა სახის  ტიკები –  ასეთ შემთხვევაში  რეკომენდაციას გავცემთ, რომ  ბაღში სიარული ცოტა ხნით შეაჩერონ  და გადაავადონ. ბავშვს სკოლისთვის  მზაობა, როგორც გარკვეულია, 6 წლის ასაკში უყალიბდება , ამ პერიოდში მას უვითარდება ნებელობა ანუ უნარი, რომელიც ეხმარება   მას გაიაზროს თავისი ინტერესების გარდა   სხვა ადამიანების თუ  მისი თანატოლების ინტერესები,   სწორედ ამიტომ, 6 წლის ასაკის ბავშვი მზად არის სკოლისთვის.

რამდენად მნიშვნელოვანია ყიფლიბანდი და მისი შეფასება, დიდი ან პატარა ზომის და რას გვაძლებს ეს მაჩვენებლები

ყიფლიბანდი გახლავთ   თავის ქალის ძვლებს შორის მკვრივი აპკით დაფარული ცარიელი სივრცე,რომელიც არის რომბისებური ფორმის, პულსირებადი ოდნავ ჩაზნექილი ან ამოზნექილი ვაფასებთ  დიდ და მცირე ყიფლიბანდს. ხშირად მშობლებში  ღელავენ რადგან ფიქრობენ რომ ყიფლიბანდი თავის ქალის ზრდის ერთადერთი საშუალება  და მისი დახურვა ასოცირდება თავის ქალის ზრდის დასრულებასთან. მთავარ როლს თავის ქალის ძვლების ზრდაში, თამაშობს მასზე არსებული ნაწიბურები (ნაკერები)ანუ არსებობს ზრდის სხვა რესურსები.

ნევროზი ბავშვებში – რამდენად სწორია ეს ტერმინი?

ბავშვთა ასაკის ნევროზი  ცალკე დიაგნოზად არ ვიყენებთ, თუმცა არის გარკვეული  მდგომარეობები,  რომლებიც დაკავშირებულია ნერვული სისტემის  ფუნქციურ ცვლილებებთან, ბავშვის ფსიქიკა განსაკუთრებით  მგრძნობიარეა და ადვილად ტრავმირებადია. მასზე გავლენას ახდენს   სტრესი, ოჯახურ კონფლიქტები, დასჯა,  ჩაგვრა და სხვა არასასურველი ფაქტორები,რომლებიც შესაძლოა გახდნენ ისეთი მდგომარბების განვითარების მიზეზი,როგორებიცა ღამის ენურეზი,  ლოგონევროზი როდესაც მსგავსი  პრობლემით მოგვმართავენ, ვიკვლევთ დეტალურად ანამნეზს   გარემო პირობებს, ცხოვრების წესს ,  დამოკიდებულებას ოჯახის წევრების მიმართ.  რადგანაც, გარდა იმისა, შინაგანი ფაქტორების  მნიშვნელოვანია  სრულფასოვანი გარეგანი ფაქტორები ანუ ის გარემო და სივრცე , რომელშიც იზრდება და ვითარდება ბავშვი , ეს ყველაფერის  დიდ ზეგავლენას ახდენს  მის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე, ჩვენთვის ძალზედ  მნიშვნელოვანია  ბავშვის  ჯანმრთელ პიროვნებად ჩამოყალიბება.

ინტერვიუ ჩაწერა: ნათია ხარბედიამ