სილამაზის სალონების მომსახურება შესაძლოა გაძვირდეს

„მოსალოდნელია სალონებში ფასების ზრდა. ამის მიზეზია არა მხოლოდ ქირის გადასახადი, არამედ ახალი რეგულაციები, რამაც გამოიწვია სალონებისთვის დანახარჯების გაზრდა. აუცილებლად გაძვირდება მომსახურებაც“, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა, თამუნა შარაშენიძემ განაცხადა.

„სალონების მფლობელები დაბნეული არიან, ვის და ვის შორის უნდა იყოს დაცული 2-მეტრიანი დისტანცია. ძალიან ბუნდოვანია რამდენი ადამიანის ერთად ყოფნა არის შესაძლებელი ერთ სივრცეში. ზოგს 10 კვ.მ. სალონი აქვს და ზოგს კი 200-300 კვ.მ. დიდი ფართის ქირაობა გაცილებით ძვირი ღირს, დამეთანხმებით, და შესაბამისად, 3 ხელოსნით ვერ მოიტან იმდენ შემოსავალს, რომ ამხელა ქირა გადაიხადო. ეს ყველაფერი ძალიან ბევრ დაზუსტებას მოითხოვს”, – ამბობს სალონების ფედერაციის პრეზიდენტი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები