სილამაზე კაპიკებში: 10 სააფთიაქო საშუალება, რომელიც ფულს დაგიზოგავთ!

ხანდახან იაფი და ხელმისაწვდომი საშუალება, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება, უკეთესია თავის მოვლისთვის, ვიდრე, უძვირესი კრემები.

ისინი ბევრ რთულ სიტუაციაში საუკეთესოდ დაგეხმარებიან. მთავარია, საქმის კურსში ჩააყენოთ თქვენი კოსმეტოლოგი.

  1. თუთიის მაზი

იდეალურია ფურუნკულის (ანთებითი მუწუკის) მოსაშორებლად. წაისვით გამონაყარზე თხელ ფენად. შეიშრეთ და დაიძინეთ. დილით მუწუკის კვალიც კი გაქრება. დაიმახსოვრე, მაზი ძალიან აშრობს კანს,  არ დაგავიწყდეთ დილით, როცა ჩამოიბან, დამატენიანებელი კრემის წასმა.

2. რეტინოლის მაზი, იგივე A ვიტამინი.

Aვიტამინს მსოფლიოს კოსმეტოლოგები დაბერების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ.

გარდა გამაახალგაზრდავებელი ეფექტისა, კრემს გამონაყრის მორჩენაც შეუძლია. ფრთხილად! წაისვით მხოლოდ ღამით, რადგან ულთრაიისფერ სხივებთან რეტინოლი ვერ მეგობრობს. ასე რომ, დღისით წასმის შემთხვევაში, რისკავთ, კანზე გაგიჩნდეთ პიგმენტური ლაქები.

3. ასპირინი

იგივე სალიცილის მჟავა – გენიალურია! შეგიძლია გამოიყენოთ, როგორც ლიფტინგ- ნიღაბი. ამისათვის 1 აბი (0,5 მლ) დაფხვენით, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ცხიმიანი არაჟანი, კარგად აურიეთ, რომ მიიღოთ კრემისებური მასა. წაისვით სახეზე (მოერიდეთ თვალის ირგვლივ მიდამოს), გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

4. კალენდულის ნაყენი

თანაბარი პროპორციებით გახსენით წყალში და გამოიყენეთ, როგორც ლოსიონი. ფორები შევიწროვდება, სიწითლეები გაქრება და შავი ფერიმჭამელებიც შემცირდება.

5. ვიტამინი E

აფთიაქებში იყიდება სახელწოდებით “Tokoferol” და გამოიყურება, როგორც პატარა გამჭვირვალე ბურთულები. ჩაჩხვლიტე ბურთულა ნემსით და შიგთავსი წაისვი კარგად ფრჩილებსა და ნუნებზე. შენი მანიკურის სპეციალისტე შეგევედრება, გაანდო საიდუმლო.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები