„სიგამხდრის გენი“ – მითი თუ რეალობა?

ქალბატონებო და დედიკოებო, მეცნიერებმა „სიგამხდრის გენი“ აღმოაჩინეს, რომელიც ხსნის, რატომ არ სუქდებება ზოგიერთი ადამიანი.

საერთაშორისო მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ მათ „სიგამხდრის გენი“ აღმოაჩინეს, რაც, შესაძლოა, იყოს პასუხი იმაზე, თუ რატომ არის, რომ ზოგიერთ ადამიანს წონის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, ზოგი კი ამისთვის მთელი ცხოვრება ბრძოლობს.

ახლადაღმოჩენილი გენი ანაპლასტიკური ლიმფომის კინაზის (ALK) სახელითაა ცნობილი და ჰიპოთალამუსში მდებარეობს.  ტვინის რეგიონში, რომელიც პასუხისმგებელია მადისა და ცხიმის კონტროლზე.

კვლევისთვის, მეცნიერებმა მოიძეს ესტონეთში მცხოვრები 20-დან 44 წლამდე ასაკის 47,102 ადამიანის კლინიკური ინფორმაცია და ბიოლოგიური ნიმუშები.

მეცნიერთა ჯგუფმა საკვლევი ადამიანები რამდენიმე ჯგუფად დაყვეს და იმ გენების გამოვლენა დაიწყეს, რომლებიც უფრო ხშირად გამხდარი ადამიანების ჯგუფში ვლინდებოდა.

იმისათვის რომ გამოეკვლიათ, თამაშობს თუ არა ALK წონის კონტროლში როლს, მკვლევარებმა ბუზების გენი გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ ტრიგლიცერიდის (ფორმა რომელსაც ცხიმის უმეტესობა საკვებსა და აამიანის ორგანიზმში ღებულობს)დონე შემცირებული იყო. ამავე ტექნიკის თაგვებში გამოყენების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ წონა დაკარგეს და არ გასუქდნენ მიუხედავად იმისა, რომ ისევე იკვებებოდნენ და მოძრაობდნენ, როგორც სხვა თაგვები.

მეცნიერების განმარტებით, თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ALK, ანუ „სიგამხდრის გენი“ ტვინის მექანიზმზე მოქმედებს და ცხიმის ქსოვილს მეტი კალორიის დაწვის ბრძანებას აძლევენ.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ჯანსაღად გამხდარ ადამიანებს ხშირად აქვთ წონაში მომატების სურვილი, საკვებს ნორმალურად ღებულობენ და ხშირად იხემსებიან, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათ კარგი მეტაბოლიზმი აქვთ.

მეცნიერბი იმედოვნებენ, რომ კვლევამ, შესაძლოა, ისინი ჭარბი წონის მკურნალობის გზების პოვნამდე მიიყვანოს. „ტაბლეტები ცხოვრების ჯანსაღ სტილს ვერ ჩაანაცვლებენ, თუმცა ამ კვლევამ შესაძლოა მნიშვნელოვანი შედეგები მოგვცეს,“ – აცხადებენ მეცნიერები.

კვლევაზე, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა, მეცნიერთა საერთაშორისო გუნდი მუშაობდა, რომელიც შედგებოდა მკვლევარებით ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ესტონეთიდან, ჩინეთიდან, ავსტრალიიდან, კანადადან, შვედეთიდან და აშშ – დან. ისინი ერთად რვა წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები