შვილის მოტყუებამ, შესაძლოა ბავშვი, არაგულწრფელ და მოუწესრიგებელ ზრდასრულად ჩამოყალიბოს

ბავშვებისათვის კეთილი ტყუილების თქმა, შესაძლოა გარკვეულწილად მშობლობის შემადგენელი ნაწილი იყოს: მაგალითად, „ახლა ტელეფონით თოვლის ბაბუას ვესაუბრები და ის ამბობს, რომ იქამდე არ მოვა, სანამ დასაძინებლად არ წახვალ,“ ეს ფრაზა, შესაძლოა განსაკუთრებით პრაქტიკული, სადღესასწაული პერიოდში იყოს.

ამგვარი ფრაზები გამოიყურება, როგორც ბავშვის ქცევის გაუმჯობესების უბრალო ინტრუმენტი, თუმცა ზედმეტად ნუ მიეჯაჭვებით აღნიშნულ ტექნიკას – ბავშვისთვის, ზედმეტად ბევრი კეთილი ტყუილის თქმას, შესაძლოა იმაზე ბევრად შორსმიმავალი შედეგი ჰქონდეს, ვიდრე თქვენ იმედოვნებდით, აღნიშნულია Journal of Experimental Child Psychology-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში.

მშობლური ტყუილების გავლენის განსასაზღვრად, პეიპეი სეტოჰმა, ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (სინგაპური) და მისმა კოლეგებმა 379 სინგაპურელ ზრდასრულს, ოთხი სახის ონლაინ კითხვარი მიაწოდეს. პირველ, „ტყულზე დამყარებულ მშობლობის“ კითხვარში, მონაწილეებს თხოვდნენ ეპასუხათ, ეუბნებოდნენ თუ არა მათ მშობლები სხვადასხვა სახის ტყუილებს ბავშვობაში. ეს 16 კითხვისაგან შემდგარი ტესტი მოიცავდა ტყუილებისოთხკატეგორიას: საჭმელთან დაკავშირებული ტყუილები, წასვლასთან ან დარჩენასთან დაკავშირებული ტყუილები (მაგ: „ახლავე თუ არ წამომყვები, აქ დაგტოვებ“), ცუდ ქცევასთან დაკავშირებული ტყუილები და ფულის დახარჯვასთან დაკავშირებული ტყულები.

შემდეგ, მონაწილეები ავსებდნენ „მშობლების მოტყუების“ კითხვარს, იმის დასადგენად თუ, რამდენად ხშირად ატყუებენ მშობლებს ახლა ისინი, როგორც ზრდსარულები. ეს კითხვარი იკვლევდა ტყულების სამ კატეგორიას: „აქტივობები და მოქმედებები“ რომლებშიც ისინი მონაწილებდნენ, როგორებიცაა ურთიერთობებისა და მეგობრობის დეტალები, „პროსოციალური ტყუილები,“ სადაც მათ უწევდათ მოტყუება ვინმეს სასარგებლოდ, და მოვლენების გაზვიადება.

საბოლოოდ, მათ უწევდათ უფრო მოზრდილი კითხვარის შევსება, რომელიც მოიცავდა კითხვებს ფსიქოლოგიური და სოციალური დისფუნქციის შესახებ, როგორებიცაა: პრობლემები ფიქრებთან, ყურადღებასთან, აგრესიასთან და კანონებთან. ასევე, ისინი ავსებდნენ ლევინსონის ფსიქოპათიის ტესტს, რომელიც ფსიქოპათურ ნიშნებს(ეგოიზმი და იმპულსურობა) ზომავს.

შედეგებმა აჩვენა, რომ ისინი, ვისაც მშობლები ხშირად ატყუებდნენ, მეტად არიან მიდრეკილნი თავადაც მოატყუონ მშობლები – მშობლების მიერ გამოყენებული ტყუილების შედეგად, მათ თავადაც იწმუნეს, რომ უსამართლობა მორალურად მისაღებია.მშობლების არაგულწრფელობა, შესაძლოა ნდობის სიმყარესაც არყევდეს, მკვლევარები ფიქრობენ: მოტყუების შედეგად, ბავშვები წყევეტენ მშობლის ნდობას და შესაბამისად ნაკლებ ვალდებულებას გრძნობენ მათდამი, სიმართლის სათქმელად.

არსებობს კითხვები ამ მიმართების სწორხაზოვნებასთან დაკავშირებით. თუკი მშობლები მუდმივად ატყუებენ შვილებს, მაგალითად, არსებობს ალბათობა, რომ კიდევ არსებობდეს სხვა საფუძვლად მდებარე კავშირები, რომლებიც გარკვეული პრობლემების ჩამოყალიბებას იწვევენ ბავშვობასა და ზრდასრულობაში. დიახ, ბავშვის მოტყუება სავარაუდოდ არ უწყობს ხელს მის განვითარებას, თუმცა ასევე სავარაუდოა უფრო ღრმა პრობლემების არსებობა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქცევისა და ყურადღების პრობლემებზე. მონაწილეებს ასევე ეკითხებოდნენ, ბავშვობის იმ გამოცდილებებზე, რომელთაც განვითარების შეფერხება შეეძლოთ: ოჯახის წევრის ცვლილება, გარდაცვალება ან გაუცხოვება.

საბოლოოდ, შემდგომში, როდესაც გადაწყვვეტთ შვილისათვის უსაფრთხო, კეთილი ტყუილის თქმას, იმისათვის, რომ ჩუმად იყოს ან დასაძინებლად წავიდეს, ხელახლა დაფიქრდით. ამან შეიძლება დაგიზოგოთ მცირე დრო – თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, სავარაუდოდ ეს ამად არ ღირს.

მასალა მოამზადა: დავით გურასპაშვილმა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები