“იზოლაციის დროს მე და ჩემი ქმარი მეზობლებივით ვცხოვრობდით – მე ჩემთვის ვიყავი, ის კი მუდამ ტელეფონში იყო ჩარგული და აშკარად არ ქონდა საქმიანი მიმოწერა. როცა დავინტერესდი და ვკითხე, ის გაბრაზდა, დამნაშავედ ვიგრძენი თავი. საქმე იმაშია, რომ ეს დამოკიდებულება დღემდე გრძელდება. ნათელია, რომ ის ჩემ მიმართ გულგრილი გახდა, საერთოდ ვეღარ მამჩნევს.. არადა, მხოლოდ 3 წელია ცოლ-ქმარი ვართ”…

ნინო 28 წლის

ფსიქოლოგის პასუხი:

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

თქვენი წერილი ცოტათი ბუნდოვანია და ფაქტებს არ ასახავს. აქ მხოლოდ თქვენი ემოცია ჩანს და თქვენ არ ხართ გამონაკლისი – ამ რთულ სიტუაციაში და იმ ფონზე რაც ხდება მსოფლიოში, ბევრ ოჯახში მიიძინა ემოციებმა და ყურადღება მთავარზე გადავიდა.

თქვენ არ გაქვთ არანაირი ფაქტი ღალატის. აღნიშნეთ, რომ 3 წელია დაქორწინებულები ხართ. ამ დროს წყვილები ბუნებრივ კრიზისს განიცდიან. ასე რომ, გირჩევდით, ახლა არ განიხილოთ ეს თემა. დააკვირდით ურთიერთობას, გააანალიზეთ და ეცადეთ, კვლავ გააღვიძოთ გრძნობა. საყოველთაო სტრესის ფონზე არ გირჩევდით რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას.