შესაძლოა, ჩახუტებას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ჩვილისა და მშობლის კავშირზე

იაპონიაში ჩატარებული, ახალი კვლევა პირველ მყარ მტკიცებულებას გვთავაზობს იმ გავლენაზე, რაც ჩახუტებას შეიძლება გააჩნდეს მშობლებსა და მათ ჩვილებს შორის, ადრეული კავშირის ჩამოყალიბებაზე.
კვლევისათვის, ტოჰოს უნივერსიტეტის მკვლევარები, აკვირდებოდნენ ერთ წელზე ნაკლები ასაკის ჩვილების გულის ცემის მაჩვენებლებს და აღმოაჩინეს, რომ ოთხი თვის ბავშვებსაც კი, მნიშვნელოვნად უმცირდებოდათ გულის ცემის მაჩვენებელი ჩახუტებისას, ვიდრე უბრალოდ ხელში ჭერისას, მსგავსი ტენდენცია აჩვენა მშობლის მიერ ჩახუტებისა და უცხოს მიერ ჩახუტების შედარებამაც.
კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია Cell Press-ის ღია-წვდომის ჟურნალ iScience-ში.
„როგორც მშობლების უმეტესობას, ჩვენ გვიყვარს შვილების ჩახუტება,“ აღნიშნა კვლევის პირველმა ავტორმა, დოქტორმა საშინე იოშიდამ. „ჩვენ ასევე ვიცით, რომ ბავშვებს უყვართ, როდესაც მშობლები ეხუტებიან მათ. მაგრამ ჩვენი, როგორც მეცნიერების გაკვირვებმა გამოიწვია იმან, თუ რა ცოტა ვიცით ზოგადად ჩახუტებაზე.“
კვლევის ერთ-ერთ მთავარ შეკითხვას წარმოადგენდა იმის განსაზღვრა, თვითონ ჩახუტება ამშვიდებდა ბავშვს, თუ ნებისმიერი სახის „ზეწოლის“ ზრდა, მაგალითად ხელში დაჭერა. ამის დასადგენად, იოშიდამ დოქტორ ჰირომასა ფუნატოსთან და სხვა კოლეგებთან ერთად, დაიწყო საპასუხო გულის ცემის მაჩვენებლის შესწავლა, ერთ წლამდე ასაკის ჩვილებში ჩახუტებისას, ხელში ჭერისას და მჭიდრო ჩახუტებისას. ისინი ასევე აკვირდებოდნენ, თუ რა გავლენა ჰქონდა უცხო ქალის ჩახუტებას ჩვილზე.
„ოთხ თვეზე მეტი ასაკის ჩვილებში გამოვლინდა საგრძნობლად გაზრდილი, გულის ცემის მაჩვენებლის ინტერვალები მშობლის ჩახუტებისას, ვიდრე უცხო ქალთან ჩახუტების შემთხვევაში,“ განაცხადა იოშიდამ. „ასევე, მშობლებმაც გამოავლინეს გაზრდილი გულის ცემის მაჩვენებლის ინტერვალები, საკუთარ ჩვილთად ჩახუტებისას. აღმოვაჩინეთ, რომ ორივე, მშობელიც და შვილიც, მშვიდდება ჩახუტების შედეგად.“
მკვლევარები, ასევე აღნშნავენ, რომ მშობლისა და ჩვილის ჩახუტება იწვევდა R-R ინტერვალის(RRI) ზრდას ელექტროკარდიოგრამაზე. R-R ინტერვალი, ესაა დრო გარკვეულ ტალღის ფორმებს შორის, რომელიც გულის ელექტრულ აქტივობას ზომავს. მისი გაზრდილი მაჩვენებელი, გულის ცემის შენელებულ მაჩვენებელზე მიუთითებს.
კვლევის თანახმად, ოთხ თვემდე ასაკის ჩვილებში არ გამოვლინდა მსგავსი RRI-ის ზრდა ჩახუტებისას, თუმცა ამ ასაკის ჩვილები აჩვენებდნენ გულის ცემის შენელებას, მაშინ როდესაც მშობლები მათ ზურგზე ეხებოდნენ, ხელში ჭერის დროს. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ამ ასაკში, შედარებით უფროსებისგან განსხვავებით, ჩვილებს ვერ არჩევენ ერთმანეთისაგან ხელში ჭერასა და ჩახუტებას.
მკვლევართა განცხადებით, ისინი ვარაუდობდნენ, რომ ჩახუტებას აუილებლად ექნებოდა აშკარა გავლენა ჩვილის ქცევის ცვლილებაზე, როგორიცაა მოღუშული ხასიათის უკეთესისაკენ ცვლილება, თუმცა მკვლევართა გაკვირვება ჩახუტების იმ დამაშშვიდებელმა ეფექტმა გამოიწვია, რომლის აღმოჩენაც მხოლოდო მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ჩვილი არც ტირის და არ მოღუშულია.
„ვფიქრობთ, რომ ექსპერიმენტის შედეგები აშკარად მიანიშნებს ჩვილი-მშობლის ჩახუტების დამამშვიდებელ ეფექტზე, რომლის მნიშვნელობაც, გარკვეული დროის განმავლობაში დაკარგული იყო, მისი შეუმჩნეველი ბუნების გამო, მიუხედავად გარკვეული სიტუაციაციური მტკიცებულებების არსებობისა,“ აღნიშნა ფუნატომ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები