“შესაძლებელია თუ არა, შევეგუო იმას, რომ დედისთვის საყვარელი შვილი არ ვარ”?

40 წლის დამოუკიდებელი ქალი ვარ… მყავს ოფროსი ძმა. ბავშვობაში ყოველთვის ვუგებდით ერთმანეთს… მაგრამ ისე გამოვიდა, რომ დედას განსხვავებულად ვუყვარვართ.

დედას დაუფარავად და აშკარად ჩემი ძმა უყვარს. მხოლოდ მასზე ღელავს, ყველაფერს პატიობს და ეთაყვანება მას. ასეთი მჭიდრო კავშირი მათ დისტანციაზე აქვთ. შეუძლია დაუსრულებლად ისაუბროს მასზე, დღეში ასჯერ მოიკითხოს და მე კი საერთოდ არ ვახსოვარ. ვაცნობიერებ, რომ რაც არ უნდა გავაკეთო, იმ სიყვარულის მეათედსაც ვერ მივიღებ, რასაც დედა ჩემ ძმას აძლევს, მაგრამ… ამის გამო ვერ ვქმნი ოჯახს, რადგან ვცდილობ მამაკაცისგან მივიღო მთელი ის სიყვარული, რაც მშობლისგან მაკლია.

ვერ ვუმკლავდები ეჭვიანობას და შურს, იმას რომ არ ვარ საყვარელი შვილი. მიჭირს მივიღო სიტუაცია ისე როგორც არის და მშვიდად შევხვდე ამ ფაქტს. დედასთან ამ თემაზე ღიადაც მისაუბრია, მაგრამ ის ვერაფერს უხერხებს ჩემი ძმის მიმართ განსაკუთრებულ გრძნობას. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?

მანჩო, 40 წლის.

ნებისმიერი ბავშვი განიცდის და რთულად გადააქცვს ის ფაქტი, რომ მშობელს არ უყვარს. ან ის, რომ სათანადოდ არ უყვარს. სამწუხაროდ, ასე ხშირად ხდება.

მაგრამ თქვენ შექების ღირსი ხართ, რადგან არ ხართ ჩაციკლული ამ თემაზე და მაინც ინარჩუნებთ ურთიერთობას დედასთან, ძმასთან. მაინც ცდილობთ, შექმნათ საკუთარი ცხოვრება და რაც მთავარია, კარგად აცნობიერებთ თქვენს პრობლემას.

ვერ შეგპირდებით და ვერ გეტყვით, რომ არსებობს წამალი, რომელიც თვენს ამ 40-წლიან ტკივილს გაანადგურებს. მაგრამ წერილიდან აშკარად ჩანს, რომ აგრძელებთ ბრძოლას და ცხოვრებას. ამერიკას არ აღმოვაჩენ, თუკი გეტყვით, რომ უნდა მიმართოთ  ფსიქოლოგს.

დედისა და შვილის სიყვარული – ერთადერთი უანგარო და უპირობო სიყვარულია. ვერცერთი მამაკაცი დედამიწაზე ვერ მოგცემთ ამას. შესაბამისად, როცა ერთი პარტნიორი მეორისგან მოითხოვს ამას, ეს ურთიერთობა ჩანასახშივე განწირულია.

თუკი თქვენ ფსიქოლოგთან ერთად იმუშავებთ პრობლემაზე, რომელსაც ქვია ” დედისა და შვილის არასაკმარისი სიყავრული”, აუცილებლად მიხვალთ იმ ჭეშმარიტებამდე, რომ სხვაგვარად ააწყოთ ურთიერთობა მამაკაცთან.

ასე რომ, მოუყევით თქვენი პრობლემის შესახებ პირად ფსიქოლოგს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები