რამდენიმე დღის წინ მეგობარი ვნახე აფთიაქში, მეგობარი, რომელიც ერთ თვეზე მეტი არ მენახა, ორივეს პირბადე გვეკეთა, მხოლოდ თვალები გვიჩანდა, რომელსაც დაბნეულად ვაცეცებდით. არ ვიცოდი, ჩავხუტებოდი თუ არა ან როგორ მეკოცნა მისთვის, სწორედ ამ ფიქრებში ვიყავი, როცა თვითონ ჩამიკრა გულში და ერთადერთი ამ დროს რაც მინდოდა უბრალოდ ტირილი იყო, შემდეგ მომიკითხა, რაღაცებს მეკითებოდა, არც კი მახსოვს, რას ვპასუხობდი, მხოლოდ ერთ აზრი მიტრიალებდა თავში, მე ადამიანს, რომელსაც პანდემიამდე არც ჩახუტება მიყვარდა და მეგობრებში ცნობილი ვარ, როგორც ცივი ადამიანია, რატომ მომინდა ესე ძალიან ჩახუტება და რატომ გამოიწვია ამ შეხვედრამ ასეთი ემოციები ჩემში.  რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის ჩახუტება, ამ თემაზე ვესაუბრე ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის ,,დიალოგის” ფსიქოლოგებს: ქეთი მესხიშვილს, ნონა ტაბატაძეს და ანა მეუნარგიას.

ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ჩახუტება და შეხება?

ქეთი: ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის ჩახუტებას და ზოგადად სხეულთან კონტაქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ფსიქოლოგები მშობლებს აღნიშნულ საკითხზე ყურადღებას ჯერ კიდევ ჩვილობის პერიოდიდან ვამახვილებინებთ, რადგან ბავშვი იმასაც კი გრძნობს, რამდენად დიდი მიმღებლობით უჭირავს ის მშობელს. ფიზიკური კონტაქტის დროს გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ნორმალურად განვითარებისათვის. შესაბამისად შეხების ნაკლებობით გაზრდილ ბავშვებს, შესაძლოა, ფსიქოლოგიური პრობლემებიც კი ჰქონდეთ ზრდასრულობის ასაკში.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ნონა: ადამიანი არის სოციალური არსება, რომლისთვისაც აუცილებელია, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალურ-ემოციურ კონტაქტზე ყოფნა. ჩვენ ვეხებით ერთმანეთს ამ რამდენიმე დონეზე და ეს კონტაქტი ხდება საკუთარი თავის აღქმის მთავარი ელემენტი. ანუ მე შენთან კონტაქტის საზღვარზე აღვიქვამ ჩემს თავს. მეცნიერების თქმით, ჩახუტება და ფიზიკური შეხება ახანგრძლივებს ადამიანის სიცოცხლეს.

ანა: ნეირობიოლოგიურად ჩახუტების დროს ადამიანის თავის ტვინში ცვლილებები ჰორმონალურ დონეზეც მიმდინარეობს. მაგალითად, იმატებს სეროტონინის (ე. წ. ბედნიერების ჰორმონის) დონე, რაც ადამიანს ბედნიერად აგრძნობინებს თავს. ასევე, წარმოიქმნება ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც სიმშვიდის და მოდუნების შეგრძნებას გვიჩენს.

პანდემიის გამო სოციალური დისტანცირების დაცვა როგორ იმოქმედებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?რა შესაძლო პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს თუნდაც მეგობართან ჩახუტების შეზღუდვამ? დაასრულეთ კითხვა..