საცხოვრებელმა ადგილმა შესაძლოა ბავშვის ქცევაზე იმოქმედოს

Journal of Community Psychology-ში გამოქვეყნებული ბოლო კვლევის თანახმად ჩვილები, სოფლად მცხოვრები ოჯახებიდან, მეტად მიდრეკილნი არიან უაყოფითი ემოციებისადმი, როგორებიცაა ბრაზი და ფრუსტრაცია, ვიდრე ქალაქში მცხოვრები მათი თანატოლები.
სხვა მხრივ, დიდ ქალაქებში დაბადებული ბავშვები ნაკლებად ჭირვეულები და მზრუნველის მხრიდან ნაკლებადშეზღუდულები არიან.
კვლევა, რომელიც ჩაატარა ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერიტეტის ფსიქოლოგმა, მარია გერტშტეინმა და ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ალისა ნიუმანმა, იკვლევდა განსხვავებებს ოჯახებში: ჩვილების ტემპერამენტი, მშობელი-შვილის ინტერაქცია და სტრესი მშობლებში. აღნიშნული ოჯახები შეირჩა ამერიკის შუაგულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილსა და სან ფრანცისკოს ყურის ტერიტორიაზე, რომელთაც გააჩნდათ მსგავსი სოციო-ეკონომუკური და რასობრივიმახასიათებლები.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ქალაქად მცხოვრები დედები თავს უკეთ ართმევდნენ იმ დროს, როდესაც მათ შვილებს რაიმე უნდოდათ ან ჭირდებოდათ, მეტად ამჟღავნებდნენ ბავშვთან თამაშისათვის მზაობას და იყვნენ მეტად თანმიმდევრულები. ეს ყველაფერი თავის მხრივ შესაძლოა განაპირობებდეს იმას, რომ მათი ჩვილები ზოგადად იყვნენ უფრო მშვიდები და მარტივად არ ღიზიანდებოდნენ. სოფლად მცხოვრები დედები უფრო ხშირად იტყობინებოდნენ, მათი ჩვილების მხრიდან, უარყოფითი ემოციების ექსპრესიის შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დისტრესს განიცდიდნენ შეზღუდვების გამო.
გერტშტეინისა და ნიუმანის ნაშრომის შედეგები დიდწილად ასახავს წინა კვლევის შედეგებს, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა, სოფლად და ქალაქად მცხოვრებ ოჯახებს შორის ბავშვის აღზრდის პრაქტიკაშიგანსხვავებების გამოკვეთა. თუმცა, წინა კვლევებისგან განსხვავებით, რომლებიც ამ ეფექტს შედარებით მოზრდილ ბავშვებზე იკვლევდნენ, გერტშტეინისა და ნიუმანის ფოკუსი განსაკუთრებულად ჩვილებზე იყო მიმართული.
„გულწრფელად, შოკირებული ვიყავი ლიტერატურის სიმცირით იმ ეფექტზე, რაც სოფლისა თუ ქალაქის გარემოს აქვს ჩვილის აღზრდაზე,“ განაცხადა გერტშტეინმა. „ფაქტი, რომ ჩვენს კვლევაში, სოფლად მცხოვრები დედები უფრო ხშირად გვატყობინებდნენ მათი ჩვილების მხრიდან გამოხატული ბრაზისა და ფრუსტრაციის შესახებ, უნდა შეაფასდეს როგორც გაზრდილი რისკი, რომ ამ ბავშვებს მომავალში შესაძლოა განუვითარდეთ ყურადღების, ემოციური, სოციალური და ქცევით პრობლემები.“
გერტშტეინმა აღნიშნა, რომ მომდევნო ეტაპზე შეეცდებიან ზუსტად განსაზღრვრონ ის ფაქტორები, სოფლად და ქალაქად ცხოვრების კონტექსტში, რაც იწვევს ტემპერამენტის ცვლილებას ამ ორ ჯგუფს შორის.
„მაგალითად, მენტალური და ქცევითი ჯანმრთელობის სერვისებზე და ბავშვის აღზრდისათავის საჭირო სხვა რესურსებზე წვდომა მეტად შეზღუდულია სოფლად მცხოვრები ოჯახებისათვის. იმის განსაზღვრა, თუ რა როლს ასრულებს ეს და სხვა ლოკაციასთან დაკავშირებული ცვლადები ჩვილის სოციალურ და ემოციურ განვითარებაში, წარმოადგენს ჩვენი კვლევის მომდევნო საფეხურს,“ განაცხადა მან.
კვლევისათვის, გერტშტეინმა, ნიუმანმა და კოლეგებმა გაანალიზეს და შეადარეს, ლუისვილის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლისა და სიეტლის კლინიკაში არსებული, წინა ორი კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები, რომლებიც დედა-შვილის ინტერაქციას და ჩვილის ტემეპერამენტს კვლევას ეხებოდა.
პირველი კვლევა აერთიანებდა 68 მონაწილესა და მათ ჩვილებს სან ფრანცისკოს ყურის ტერიტორიიდან, ხოლო მეორე კვლევა აერთიანებდა 120 სოფლად მცხოვრებ დედასა და მათ ჩვილებს ამერიკის შუაგულის ჩრდილო დასავლეთ ნაწილიდან.
დედები იყენებდნენ კითხვარებს, რათა აღენიშნათ 191 განსხვავეებული ქცევის სიხშირე, რომელსაც მათი შვილი ავლენდა დაბადებიდან 6 და 12 თვის შემდეგ.
მშობელი-შვილის ინტერაქციის კვლევისას, დედებს ეძლეოდათ ინსტრუქცია, რომ ეთამაშათ შვილებთან ჩვეულებივ სტილში, რაც იწერებოდა ვიდეოკამერაზე ლაბორატორიული ანალიზისათვის.
გერტშტეინმა აღნიშნა, რომ ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენები მათი პროგნოზის საწინააღმდეგო აღმოჩნდა, მისმა გუნდმა ვერ აღმოაჩინა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები სოფლად და ქალაქად მცხოვრებ მშობელთა სტრესის ხარისხში.
„ეს შესაძლოა იყოს განსხვავებების შედეგი, თუმცა ფუნქციურად თანაბარმნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი,“ განაცხადა გერტშტეინმა. „მაშინ, როდესაც დიდ ქალაქში ცხოვრებას ძირითადად მეტი სიახლოვე მოაქვსკრიმინალთან, იზოლაციამ შესაძლოა ძლიერი სტრესი გამოიწვიოს სოფლად მცხოვრებ მშობლებში. ეს კვლევა ბევრ საინტერესო კარს აღებს სამომავალო კვლევებისათვის.“

მასალა მოამზადა : დავით გურასპაშვილმა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები