საჭიროა თუ არა პაუზა მკვდრადშობადობასა და დაორსულებას შორის?

ახალი კვლევის თანახმად, მკვდრადშობადობის შემთხვევაში არ არსებობს იმის მიზეზი, რომ ქალმა დაორსულებისგან 1 წლით შეიკავოს თავი.
მკვდრადშობადობა არის მდგომარეობა, როდესაც ბავშვი მკვდარი იბადება სრული 24 კვირიანი ორსულობის შემდეგ. აღნიშნულ კვლევაში კი მკვდრადშობადობის ვადა 22 კვირიანი ორსულობის შემდეგაა განსაზღვრული.
როგორც ცნობილია, მკვდრადშობადობის შემდეგ დედას ურჩევენ დაორსულებისგან ერთი წლით შეიკავოს თავი.
მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორებმა კვლევის ფარგლებში მშობიარობის 14,000 -ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ 1 წელზე უფრო მცირე დროში დაორსულება პრობემების რისკს არ ზრდის.
სტატისტიკის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ყოველი 225 მშობიარობაში ერთი მკვდრადშობადობა ფიქსირდება. მკვდრადშობადობის სტატისტიკა ქვეყანაში 2000 წლიდან ყოველწლიუად კლებულობს, თუმცა ისევე როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაში, გაუმჯობესების ტემპი ბრიტანეთშიც დაბალია.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ავსტრალიაში, ფინეთსა და ნორვეგიაში 14,452 ქალის მშობიარობის ჩანაწერი შეისწავლეს, რომლებმაც მანამდე მკვდრადშობადობა გადაიტანეს.
აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ქალების 2%-ის მომდევნო ორსულობა კვლავ მკვდრადშობადობით დასრულდა, 18% – ნაადრევი მშობიარობით, ხოლო 9%-მა  მცირე წონის ახალშობილი გააჩინა. შესწავლილი მშობიარობის შემთხვევების 63%-ში – 9,109 მშობიარობა ორსულობა მკვდრადშობადობიდან 12 თვის ვადაში დადგა.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ის ქალები, რომლებიც მკვდრადშობადობის გადატანის შემდეგ 1 წელზე ნაკლებ დროში დაფეხმძიმდნენ, კიდევ ერთი  მკვდრადშობადობის ან ნააადრევი მშობიარობის უფრო დიდი რისკის ქვეშ არ იდგნენ, ვიდრე ისინი ვინც მკვდრადშობადობიდან 2-3 წელიწადში დაფეხმძიმდნენ.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ხელახალი მკვდრადშობადობის თავიდან ასაცილებლად დაორსულების დროზე მეტად სხვა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ : როგორიცაა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და რაც ყველაზე მტავარია, მისი ფსიქიკური მზაობა ხელახალი ორსულობისთვის.
 
წყარო : BBC

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები