საშვილოსნოსშიდა ინფექციები ნაყოფისთვის აუტიზმის ან დეპრესიის რისკს ზრდის

ბავშვებში, რომელთა დედებსაც მათზე ორსულობის განმავლობაში სეფსისი, გრიპი ან პნევმონია ჰქონდათ, აუტიზმის სპექტრის დარღვევის ან დეპრესიის რისკი მაღალია. ამის შესახებ ახალ კვლევაში წერია, რომელზეც CNN-ი ავრცელებს ინფორმაციას.

ასეთი დაავადებების რისკი იზრდება იმ ბავშვებშიც, რომელთა დედებსაც საშარდე გზების ინფექცია ჰქონდათ. 

კვლევის ავტორებმა გაანალიზეს იმ პაციენტების მონაცემები, რომლებიც 1973-2014 წლებში ორსულობის პერიოდში საავადმყოფოში დააწვინეს. 41 წლის განმავლობაში კი სპეციალისტები ამ ქალების მიერ გაჩენილ შვილებს აკვირდებოდნენ (ისინი, ვინც შვედეთში დარჩნენ საცხოვრებლად, კვლევა შვედეთში ჩატარდა).

ჯამში მათ შეისწავლეს 1,791,520 ბავშვის ჩანაწერები და ჰოსპიტალიზაციის კოდის დახმარებით, გაარკვიეს რომლები იყვნენ ისეთი დედების შვილები, რომლებსაც საშვილოსნოს ყელის ინფექციები ჰქონდათ. 

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ინფექციის მქონე დედების მიერ გაჩენილი ბავშვების 79% აუტიზმის დიაგნოზის რისკის ქვეშ არის, 24% კი (ზრდასრულობაში) დეპრესიის რისკის ქვეშ. 

წყარო : imedinews.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები