საშვილოსნოსგარე ორსულობა

ორსულობა, ეს არის პერიოდი განაყოფიერებიდან მშობიარობამდე და მოიცავს განვითარების რამდენიმე  ნაბიჯს  ქალის ორგანიზმში. ზოგჯერ კანონზომიერება ირღვევა და ყველა ნაბიჯი არ იდგმება სწორად. სწორედ ასეთი  შემთხვევის შედეგია საშვილოსნოსგარე ორსულობა. ამ დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება და განვითარება არ ხდება საშვილოსნოს ღრუში, როგორც ეს ნორმალური ფეხმძიმობისას უნდა იყოს. იგი მაგრდება კვერცხსავალ მილებში, სკავერცხეებში ან მუცლის ღრუს ორაგონებზე. დაკვირვებამ აჩვენა, რომ შემთხვევების 99%-ში იგი ვითარდება კვერცხსავალ ანუ ფალოპიუსის მილში.

მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის ტესტმა შესაძლოა დაადასტუროს ქალის ორსულობა, განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს არ შეუძლია სწორად განვითარდეს საშვილოსნოს გარეთ. საინტერესოა, რამდენად ხშირია საშვილოსნოსგარე ორსულობა და რა იწვევს მას. კვლევებმა. ამერიკელი ექიმების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მსგავსი ტიპის ორსულობა 50-დან 1 ფეხმძიმეს შეიძლება განუვითარდეს (1 000-დან 20-ს).

საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო ჩარევა. სრულყოფილი და დროული მკურნალობის ჩატარება ამცირებს გართულებების რისკს, ასევე, ზრდის მომავალი ორსულობების სწორად წამართვის შანსს.

რა იწვევს საშვილოსნოსგარე ორსულობას?

მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა ხშირად ძალიან რთულია. თუმცა, ძირითად შემთხვევებში სწორედ ჩამოთვლილი მიზეზები არის საშვილოსნოსგარე ორსულობის განმაპირობებელი:

  • ჰორმონალური ფაქტორები
  • გენეტიკური დარღვევები
  • ჩატარებულმა ოპერაციამ მენჯის არეში ან საშვილოსნოს მილზე შესაძლოა გამოიწვიოს გარე ორსულობა.
  • ძველი ინფექციისგან დატოვებულმა ნაწიბურმა ან მილზე ჩატარებულმა ოპერაციამ შესაძლოა შეაფერხოს კვერცხუჯრედის გადაადგილება.

ექიმი ზუსტად აგიხსნით, თუ რა იყო გამომწვევი მიზეზი საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარებისა თქვენს შემთხვევაში და მოგცემთ შესაბამის რჩევებს.

ვინ არის უფრო მეტად რისკის ქვეშ?

ყველა ქალი, რომელიც სექსულარუად აქტიურად ცხოვრობს, რაღაც დოზით არის საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკის ქვეშ. თუმცა, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ზრდიან რისკებს, ესენია :

  • წინა საშვილოსნოსგარე ორსულობა. თუკი უკვე გამოგიცდიათ მსგავსი ტიპის ორსულობა, არის შანსი, კიდევ ერთხელ განვითარდეს ის.
  • ანთებითი პროცესი ან ინფექცია. სექსუალური გზით გადამდებმა ინფექციებმა, როგორიცაა გონორეა ან ქლამიდეა, შესაძლოა გამოიწვიონ ანთებითი პროცესი საშვილოსნოს მილებში და მის გარშემო არსებულ ორგანოებზე. ასევე, იზრდება საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკი.
  • ოპერაცია მილზე. დახურული ან დაზიანებული ფალოპის მილის გამოსასწორებლად ჩატარებული ოპერაცია ზრდის საშვილოსნოსგარე ორსულობის განვიტარების შანსებს.
  • მოწევა. თამბაქოს მოხმარება ორსულობამდელ პერიოდში ძალიან ზრდის გარე ორსულობის შანსს. რაც მეტს ეწევით, მით უფრო იზრდება შანსები.
  • ასაკი.ორსულები, რომლებიც უკვე 35 წლის ან მეტის არიან, აქვთ გარე ორსულობის განვითარების შანსები.

ჩამოთვლილთაგან თუკი რომელიმე რისკ ჯგუფს მიეკუთვნებით, გაესაუბრეთ ექიმს ამ თემაზე. სწორი მიდგომებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების შემდეგ მცირდება  საშვილოსნოსგარე ორსულობის შანსი.

საშვილოსნოსგარე ორსულობის სიმპტომები

გულისრევა და მკერდის ტკვილი არის ჩვეულებრივი სიმპტომები, როგორც საშვილოსნოსგარე ორსულობისა, ასევე ნორმალური ფეხმძიმობის. ჩამოთვლილი სიმპტომები ძირითადად დაკავშირებულია საშვილოსნოსგარე ორსულობასთან და ხშირად მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.

  • ძლიერი ტკვილი მუცლის მხოლოდ ერთ მხარეს.
  • გაძლიერებული ვაგინალური გამონადენი
  • თავბრუსხვევა ან გულის წასვლა
  • ძლიერი სიფერმკრთალე

აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს იმ შემთხვევაში, თუ ორსულად ხართ და ამავდროულად ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე აღგენიშნებათ.

საშვილოსნოსგარე ორსულობის დადგენის მეთოდები

არ არის მარტივი, დადგინდეს მსგავსი ტიპის ორსულობა, რადგან სიმპტომები საწყის ეტაპზე მსგავსია ჩვეულებრივი ორსულობისა. თუკი ფეხმძიმე უჩვეულო სიმპტომს იგრძნობს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ერთ-ერთი გზა საშვილოსნოსგარე ორსულობის დასადგენად არის ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოვკლევა.  ამ მეთოდის დროს სპეციალური ინსტრუმენტით ექიმს შეუძლია დაინახოს რა პროცესები მიმდინარეობს. ასევე, გამოიყენება სისხლის ანალიზი, რათა დადგინდეს ზუსტი შედეგი.

მკურნალობის გზები

საშვილოსნოსგარე ორსულობა არ არის უსაფრთხო დედისთვის, ასევე ემრიონსაც არ ექნება განვითარების შანსი. მშობლის ჯანმრთელობისა და მომავალი განაყოფიერებისთვის აუცილებელია, რაც შეიძლება მალევე მოხდეს ემრიონის მოცილება. მკურნალობის გზები დამოკიდებულია საშვილოსნოსგარე ორსულობის მდებარობასა და განვითარების ეტაპზე. როდესაც ორსულობა ჯერ კიდევ მილში ვითარდება, შესაძლოა მედიკამენტების გზითაც მოხდეს მკურნალობა, თუმცა  დიდ ვადაზე ქირურგიული ჩარევა აუცილებელია. შინაგანი სისხლდენისა და კვერცხავალის მილის გახეთქვის დროს გარდაუვალია ქირურგიული ჩარევა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს. ოპერაცია უფრო მეტად ნაკლებ საზიანოა ლაპაროსკოპიული მეთოდით და ძალიან დამზოგველია, თუმცა ამ შემთხვევაშიც დროის ფაქტორი მნიშვნელოვანია. თუკი გვიან დიაგნოსტირდა საშვილოსნოსგარე ორსულობა, აკეთებენ ოპერაციას ღია წესით. მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს კვერცხსავალი მილი, თუმცა თუკი ამოკვეთა აუცილებელი გახდა, მეორემილითაც არის შესაძლებელი მომავალი ორსულობის გამნვითარება. შემდეგი ფეხმძიმობისას აუციებელია გინეკოლოგმა იცოდეს წინა ორსულობის პრობლემები, რათა დროულად მოხდეს ჩარევა საჭიროების შემთხვევაში.

თავიდან აცილების გზები

იმის გარანტიას ვერავინ მოგცემთ, რომ დაზღვეული იქნებით საშვილოსნოსგარე ორსულობისგან, თუმცა პრევენციული პროცედურების ცატარების შემდეგ რისკები საგრძნობლად მცირდება. უნდა აღმოიფხვრას გამომწვევი მიზეზები, მოხდეს ანთებითი პროცესების სათანადო მკურნალობა. ასევე, აუცილებელია ორსულობამდე ჩატარდეს კომპლექსური გამოვკელევბი სხვადასხვა დაავადებაზე.  თამბაქოს მოხმარება პირდაპირ ზრდის გარე ორსულობის რისკს, ასე რომ, იცით რაც უნდა ქნათ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები