უკვე 11 წელია განქორწინებული ვარ. შვილიშვილი მყავს, მაქვს საინტერესო სამუშაო და არაერთი. ვცხოვრობ უმცროს ქალიშვილთან ერთად. განქორწინების პირველ წლებში ვიმედოვნებდი, შევხვდებოდი მამაკაცს, რომელთან ერთადაც თანაცხოვრება მომინდებოდა, მაგრამ სულ შეუფერებელი კანდიდატები მხვდებოდნენ. ამიტომაც გადავწყვიტე – ჯობს, ვიყო მარტო. უკვე დიდი ხანია ვხვდები ცოლიან მამაკაცს. ჰო, ვიცი, ცუდად ვიქცევი! თავადაც არ ვარ აღფრთოვანებული. მაგრამ პირად ცხოვრებას მთლად ჯვარს ვერ დავასვამ, ჯერ არ ვარ ამისთვის მზად.

რამდენჯერმე დავშორდით. შემდეგ ისევ მიპოვა და კვლავ განვაგრძეთ შეხვდრები. კარგად ვარ, როცა ჩემ გვერდით არის. მენატრება და სულ ველოდები, როდის მოვა. მაგრამ ამ ბოლო დროს სულ საკუთარ ოჯახზე მელაპარკება, ამაყობს ამით, ახალი სახლით, ვაჟით. ცოლზეც მხოლოდ კარგს ყვება, რაც არ მსიამოვნებს. თითქოს კაცი ვიყო და ძალებში მეჯიბრებოდეს.

ვეცადე, ეს შეეწყვიტა. ვთხოვე, არ მოეყოლა ოჯახური ამბები, ავუხსენი, რომ არ მსიამოვნებს. პირდაპირ ვკითხე: “რაში გჭირდები, თუკი ცხოვრებაში ყველაფერი ისედაც კარგად გაქვს?” ერთხელ უბრალოდ გავცხარდი და ვუთხარი, რომ შემაწუხა. რამდენიმე თვე ჩუმად იყო. ახლა ისევ მწერს. ჩემგან რა უნდა, ეს ისედაც ვიცი. მაგრამ რაში ჭირდება ეს საუბრები? რის მიღწევას ცდილობს ამით, ეს ვერ გავიგე.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ირინა, 47 წლის

ფსიქოლოგის პასუხი:

ირინა, თქვენ აწყობილი ცხოვრება გაქვთ: გვწერთ, რომ რეალიზებული ქალი ხართ, გყავთ შვილები, შვილიშვილი და საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი სიტუაცია მამაკაცთან. როგორც მივხვდი, რამდენიმე წელია ეს ურთიერთობა გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ მყარია. თქვენ ყველაფერი გაწყობდათ იმ მომენტამდე, სანამ თქვენი პარტნიორი ოჯახზე საუბარს დაიწყებდა.

ვვარაუდობ, რომ თქვენი პარტნიორი გენდობათ და სურს, საკუთარი სიხარული გაგიზიაროთ. თუმცა, არ უფიქრდება, რომ გიყვებათ ცოლსა და ვაჟზე, რითაც ტკივილს გაყენებთ, გაეჭვიანებთ და შესაძლოა, თვითშეფასებასაც გინადგურებთ. აშკარად გაგრძნობინებთ თავს ზედმეტად.

თქვენ თვლით, რომ თქვენი პარტნიორი ტრაბახობს და ცდილობს, რაღაცნაირად შეგეჯიბროთ. ყველა ეს უსიამოვნება და გაურკვევლობა იქედან მოდის, რომ თქვენ გადაწყვიტეთ გქონდეთ უერთიერთობა მამაკაცთან, რომელსაც ოჯახი ჰყავს, ანუ ხელი მოაწერეთ როლს “იყოთ ჩრდილში”. თქვენ თითქოს არ ხართ მის ცხოვრებაში, არადა ხართ.

მსგავსი ინტერვალებით ურთიერთობაც იწვევს შეჩვევას ერთმანეთთან, გრძნობების წარმოქმნას. და რთულია, დაიცვათ საზღვრები, ჩუმად იყოთ და არ ისაუბროთ იმაზე, რა გახარებთ, რით ამაყობთ და ასე შემდეგ. გსურთ, გაუზიაროთ ახლობელ ადამიანს, რას განიცდით. თქვენ კი ამ ნდობას მამაკაცის მხრიდან აღიქვამთ, როგორც თავდასხმას.

წერილის თავშივე აღნიშნეთ, რომ ასეთი ურთიერთობა (იყოთ ცოლიანი კაცის საყვარელი) – ცუდია. თქვენივე სიტუაცია აშკარა მაგალითია იმისა, კონკრეტულად რატომ არის ეს ცუდი. თქვენ ცდილობთ ააწყოთ ურთიერთობა მამაკაცთან, რომელსაც აქვს კიდევ ერთი დიდი ნაწილი ცხოვრებისა. და მას თქვენგან არც მალავს.

აქ ხდება თქვენი და თქვენი პარტნიორი მამაკაცის ცხოვრების გადაკვეთა, რაც ბუნებრივია. და თქვენი გადასაწყვეტია, გაწყობთ ურთიერთობის ეს ტიპი, თუ არა.