საყოფაცხოვრებო ქიმია ბავშვის მეტყველების განვითარების შეფერხებას დაუკავშირეს

ჟურნალ Clinical Pediatrics-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ბავშვები დაბალ შემოსავლიანი ოჯახებიდან, რომელთა დედებიც ხშირად მოიხმარენ საზიანო საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებებს, მეტად მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფს, რომელთაც შესაძლოა შეფერხება ჰქონდეთ მეტყველებასა და კოგნიტურ განვითარებაში.
მიღებული შედეგები უცვლელი დარჩა, ისეთი ფაქტორების გათვალისწინების შემდეგაც, როგორებიცაა: დედის შემოსავალი და განათლება, რომლებიც ასევე დაკავშირებულია ბავშვის მეტყველებასა და კოგნიტურ უნარებთან.
ახალი კვლევა გვაწვდის დამატებით მტკიცებულებებს პედიატრებისა და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლებისთვის, რათა ურჩიონ პატარა ბავშვის მშობლებს, შეზღუდონ ტოქსიკური საყოფაცხოვრებო ქიმიის მოხმარება, განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა და ოჰაიოს უნივერსიტეტის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა ჰუი იანგმა.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ დედების მნიშვნელოვანი ნაწილი, შესაძლოა ხშირ შემთხვევაში არ არიდებდნენ საკუთარ მცირეწლოვან შვილებს ტოქსიკურ საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებებს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ისინი არ არიან გაფრთხილებულნი მსგავსი საშუალებების მავნებლობის შესახებ,“ განაცხადა იანგმა.
აღნიშნული კვლევისათვის, მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა 190 ოჯახის მონაცემები, რომლებიც გაწევრიანებულნი იყვნენ კოლუმბუსის ბავშვთა შესწავლის პროექტში, რომლის მიზანსაც დაბალ-შემოსავლიან ოჯახში დაბადებული ბავშვების დაკვირვება წარმოადგენს კოლუმბუსში, დაბადებიდან 5 წლის განმავლობაში.
კვლევის საწყის ეტაპზე, დედებისაგან იღებდნენ ინფორმაციას საყოფაცხოვრები ქიმიის მოხმარების შესახებ, როგორებიცაა იატაკისა და საპირფარეშოს საწმენდი საშუალებები, ასევე გამხსნელები, ორსულობის პერიოდში და იგივე საშუალებების მოხმარების შესახებ მაშინ, როდესაც მათი შვილები 14-დან 23 თვემდე ასაკის იყვნენ. დედები აგრეთვე აწვდიდნენ ინფორმაციას პესტიციდების გამოყენების და სამეზობლოს დაბინძურების წყაროების შესახებ.
ბავშვების მეტყველების განვითარებას აფასებდნენ, როდესაც ისინი 14-დან 23 თვემდე ასაკის იყვნენ და განმეორებით 20-დან 25 თვემდე ასაკში. მკვლევართა გუნდი იყენებდა სტანდარტიზებულ ტესტს, რომელიც ზომავდა ბავშვებში მეტყველების გაგებისა და ექსპრესიის უნარებს; მაგალითად, ობიექტებისა და ადამიანების ცნობა, მითითებებისთვის მიყოლა, ობიექტებისა და სურათების დასახელება.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამეზობლოს დაბინძურება და პესტიციდების გამოყენება არ ახდენს შესამჩნევ გავლენას ბავშვის განვითარებაზე. თუმცა ბავშვის დაბადების შემდეგ საყოფაცხოვრები ქიმიის რეგულარული მოხმარების შემთხვევაში, გამოვლინდა შეფერხება მეტყველებასა და კოგნიტურ განვითარებაში, 2 წლის ასაკისათვის.
ასევე, არ გამოვლინდა კავშირი ორსულობის პერიოდში ქიმიკატების მოხმარებასა და ბევშვის მიერ ნაჩვენებ შედეგებს შორის, რადგან შესაძლოა დედები ორსულობის პერიოდში შესამჩნევად ნაკლებ საყოფაცხოვრებო ქიმიას იყენებენ.
ტოქსიკური ქიმიკატების მოხმარების შესახებ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვთ აღმოჩნდა, რომ დედების დაახლოებით 20 პროცენტი იყენებდა მათ ორსულობის პერიოდში, თუმცა ეს მაჩვენებელიი 30 პროცენტამდე იზრდებოდა მაშინ, როდესაც ბავშვები 1-დან 2 წლამდე ასაკის იყვნენ.
„აღმოჩნდა, რომ ბევრმა დედამ იცის ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენების ლიმიტი ორსულობისას, თუმცა ბავშვის დაბადების შემდეგ ფიქრობენ, რომ მისი გამოყენება მეტად პრობლემას აღარ წარმოადგენს,“ განაცხადა იანგმა.
თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ ადრეული წლები უმნიშვნელოვანესია, ბავშვის ცხოვრებაში, მრავალი მიმართულებით, აღნიშნა ლაურა ჯასტისმა, რომელიც კვლევის თანა-ავტორი და განათლების ფსიქოლოგიის პროფესორი გახლავთ ოჰაიოს შტატში.
„როდესაც ბავშვი აღწევს დაახლოები 2 წელს, ეს პერიოდი მისი გონებრივი განვითარების პიკს წარმოადგენს, იმ შემთხვევაში, თუკი ტოქსიკური ქიმიკატები ჩაერთვებიან ამ პერიოდში, ამან შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემები მეტყველებასა და კოგნიტურ ზრდაში,“ განაცხადა ჯასტისმა.
იანგმა აღნიშნა, რომ კვლევა არასიღრმისეულად შეისწავლიდა კავშირს, დედების მიერ ტიქსიკური ქიმიკატების მოხმარებასა და ბავშვის განვითარებას შორის და იგი არ ამტკიცებს, რომ ქიმიკატების გამოყენება აუცილებლად იწვევს ჩამორჩენას განვითარებაში.
„აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება, იმისათვის რომ უფრო მეტი სიფრთხილით შემუშავდეს მექანიზმი, რათა გამოიკვეთს ის საყოფაცხოვრებო ქიმიკატები, რომლებიც ხელს უშლიან ადრეული მეტყველების განვითარებას.“
აუცილებელია პედიატრებმა ხაზგასმით აღნიშნონ, რომ დედებმა ქიმიკატების გამოყენებისას სიფრთხილე არამარტო ორსულობის პერიოდში უნდა გამოიჩინონ, განაცხადა ჯასტისმა.
„მშობლებმა უნდა გააცნობიერონ გონებრივი განვითარების დელიკატურობა ცხოვრების საწყის წლებში და მათი შვილების მგრძნობელობა ქიმიკატებთან შემხებლობისას.“

მასალა მოამზადა: დავით გურასპაშვილმა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები