საქართველოში კორონავირუსით სულ 104 ბავშვი დაინფიცირდა

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე მონაცემების დაასახელა, თუ რამდენი ბავშვია ქვეყანაში ინფიცირებული.

„დღევანდელი მონაცემებით, გვაქვს 794 დადასტურებული შემთხვევა იმ 57 768 შესაძლოდან, რომელიც ექვემდებარებოდა გამოკვლევას. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გვაქვს 78%, რაც ბევრად უკეთესია, ვიდრე გლობალური, სიკვდილიანობა კი 1,5%-ია.

რადგან დღეს ბავშვთა დღეა, მოგიყვანთ ბავშვთა მონაცემებს. 723 შემთხვევიდან მაქვს გაანალიზებული და 0-დან 14 წლამდე 72 ბავშვია ინფიცირებული, 15-დან 19 წლამდე კი 32 ბავშვია ინფიცირებული.

პირველ შემთხვევაში ბავშვები ინფიცირებულების 10%-ს შეადგენს, მეორე ასაკი კი 4,4%-ს“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები