საქართველოში კორონავირუსისგან 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დაინფიცირებულთა რიცხვი 416-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 5 პაციენტი. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები