საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დიდ ქალაქებში საბავშვო ბაღები დაიხურება, ასევე შეიზღუდება გადაადგილება 22 საათიდან დილის 5 საათამდე.
,,9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში იქნება შეჩერებული როგორც კერძო, ასევე, მუნიციპალური საბავშვო ბაღების ფუნქციონირება და იგივე ქალაქებში მუნიციპალიტეტებთან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მათ მიერ იქნას შემოტანილი გარკვეული ღონისძიებები, რათა უშუალოდ მუნიციპალურ ტრანსპორტში შეიზღუდოს ადამიანების რაოდენობა”, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.