სამეცნიერო დასკვნა: პლასტიკურმა ქირურგმა მსოფლიოში 10 ყველაზე ლამაზი სახის მფლობელი ვარსკვლავი დაასახელა!

პლასტიკურმა ქირურგმა დიდი ბრიტანეთიდან კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით გამოავლინა,  ვინ არის იდეალური გარეგნობის ვარსკვლავი.

ჯილიან და სილვამ ამ პროგრამაში გამოიყენა ოქროს შუალედი – სახის ნაკვთების სხვადასხვა პროპორციების გარკვეული შეთნხმება. პირველად ეს პრინციპები ლეონარდო და ვინჩიმ ჩამოაყალიბა: თვალებს შორის დაშორება ადამიანს ზუსტად იმხელა უნდა ჰქონდეს, რამხელაც ერთი თვალია. ყურის სიგრძე – სახის ერთი მესამედის ტოლი. ნიკაბიდან ცხვირამდე დაშორება – ასევე სახის ერთი მესამედი უნდა იყოს და ასე შემდეგ. გამოიყენა რა თავისი წინამორბედის, სტივენ მარკვარდტთის მიერ შემუშავებული იდეალური სახის პროპორციების სქემა, ჯილიანმა მეტად თნამედროვე და დახვეწილი პროგრამა მიიღო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სახის ნაკვთების ანალიზი 12 პარამეტრის მიხედვით. პროგრამა ჯილიანმა ვარსკვლავებზე დატესტა და აი, რა მიიღო:

  1. ემბარ ჰერდი

მსახიობის სახის პროპორციები იდეალურთან 92 %-ით არის მიახლოებული.

2. კიმ კარდაშიანი

ყველა მანიპულაციის შემდეგ კიმის სახე იდეალურს 91,39 %-ით მიუახლოვდა.

3. ქეით მოსი

სტილის დედოფალმა 91,06 % დააგროვა.

4. ემილი რატაკოვსკი

მოდელმა მე-4 ადგილი 90,8 %-ით დაიკავა.

5. კენდალ ჯენერი

კენდალს – 90,18 % აქვს და კარგი პლასტიკური ქირურგი ჰყოლია.

6. ჰელენ მირენი

სილამაზეს ასაკი ვერაფერს აკლებს და ჰელენმა 89,93 % დააგროვა.

7. სკარლეტ იოჰანსონი

სკარლეტის სახე იდეალურს 89.92 %-ით მიუახლოვდა.

8. სელენა გომესი

სელენა გომესის ბავშვური სახე და პროპორციები იდეალურთან 89,57 %-ით არის ახლოს.

9. მერილინ მონრო

ცნობილი ქერა ლამაზმანისა და მე-20 საუკუნის სექსსიმბოლოს შედეგი 89,41 %-ია.

10. ჯენიფერ ლოურენსი

ათეულს ასრულებს ჯენიფერ ლოურენსი შედგით: 89,24 %.

საინტერესო ფაქტია, რომ ყოველ ვარსკვლავს აღენიშნებოდა პარამეტრი, რომელიც იდეალურს 100 %-ით ემთხვეოდა. ჯილიანმა ისარგებლა ამ მომენტით და სხვადასხვა ვარსკვლავისგან აღებული იდეალური ნაკვთებისგან ერთი სრულყოფილი სახე შექმნა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები