სან-ფრანცისკოსთან მდებარე პაწაწინა ქალაქის კერძო დაწყებით სკოლაში “მერი მოპეტს” მოსწავლის სულიერ სამყაროს დიდ ყურადღებას აქცევენ. ყოველ პარასკევს ბავშვს შეუძლია მიიტანოს სკოლაში საყვარელი სათამაშო, ხოლო საყვარელი წიგნი – ყოველდღე თან უნდა ატაროს. სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს ყოველ კვირა უფლებას აძლევს გააკეთონ რაიმე სახალისო, გიჟურიც კი, მაგალითად, გამოაცხადონ არანორმალური ვარცხნილობის  ან პიჟამას დღეც კი. მათ კი ვისაც  დღისით დაძინება არ უნდა, აღმზრდელები უფლებას აძლევენ ხელის ფანრები აანთონ და ერთმანეთს ზღაპრები წაუკითხონ იმ დროს, როცა სხვა ბავშვებს სძინავთ.

თითოეულ ბავშვს კლასში საკუთარი ყუთი აქვს. მასწავლებელი იქ ტოვებს აღსაზრდელებისთვის საშინაო დავალებისთვის მასალას, გაკვეთილების ცხრილსა და ჩანაწერებს მშობლებისთვის. სწორედ ასეთ ყუთში  ნახა ერთ-ერთი ბავშვის დედამ წერილი, რომელშიც მასწავლებელმა ბავშვის ქცევებისა და სიტყვების მიხედვით შედგენილი აღზრდის 21 წესი ჩამოწერა:

  1. ნუ მანებივრებ! არ ხარ ვარლდებული, ამისრულო ყველა ჩემი სურვილი.
  2. ნუ გეშინია იყო ჩემთან სწორხაზოვანი;
  3. ნუ მომცემ უფლებას ჩამომიყალიბდეს მავნე ჩვევები. მათგან გადაჩვევა ბევრად რთული იქნება ჩემთვის.
  4. ნუ მაიძულებ ვიგრძნო თავი ისე, თითქოს ჩემ აზრს არანაირი მნიშვნელობა აქვს. ასეთ მომენტებში მე კიდევ უფრო ცუდად ვიქცევი.
  5. ნუ მაძლევ შენიშვნებს სხვების თანდასწრებით. მე ბევრად უკეთ მივიღებ ინფორმაციას, როცა შენიშვნას პირისპირ მომცემ.
  6. ნუ მაიძულებ მეგონოს, რომ ჩემი შეცომები – საშინელი საქციელია.
  7. ნუ მიცავ ყოველწამს ჩემი საქციელის შედეგებისგან. მე თავად უნდა ვისწავლო, რომ ქმედებებს თავისი შედეგები მოაქვს.
  8. ნუ მიაქცევ ყურადღებას ჩემს ჭიჭყინს, ხანდახან მე უბრალოდ  შენთან ურთიერთობა მინდა.
  9. ნუ გეტკინება გული, როცა გეუბნები, რომ ვერ გიტან – განა შენ ვერ გიტან, უბრალოდ პროტესტს ვუცხადებ შენს ძალაუფლებას.
  10. ნუ მიმეორებ ასჯერ ერთი და იგივეს, თორემ თავს მოგაჩვენებ, თითქოს დავყრუვდი.
  11. ნუ მომცემ ცრუ დაპირებებს. ძალიან მეწყინება, თუ მათ არ შემისრულებ.
  12. არ დაგავიწყდეს, რომ ჯერჯერობით არ შემიძლია აგიხსნა ის, რას განვიცდი.
  13. ნუ მთხოვ სიმართლეს, როცა გაბრაზებული ხარ. შიშისგან შეიძლება მოგატყუო კიდეც.
  14. ნუ ხარ მერყევი, ეს მე ძალიან მაფუჭებს.

    15. ნუ დამიტოვებ უპასუხო კითხვებს. წავალ და სხვაგან მოვძებნი მათზე პასუხებს.

16. ნუ მეუბნები, რომ ჩემი შიშები უმნიშვნელოა. ისინი ძალიან მნიშნელოვანია, ძალიან დიდია და უფრო მეტად მეშინია, როცა შენ მათ ვერ ამჩნევ.

17. ნუ მაჩვენებ თავს, თითქოს სრულყოფილი ხარ, რომელსაც შეცდომა არ დაგიშვია. იმედები ძალიან გამიცრუვდება, როცა შენს შეცდომებს აღმოვაჩენ.

18. ნუ ფიქრობ, რომ ჩემთვის ბოდიშის მოხდა – შენს თავმოყვარეობას შელახავს. როცა არ ხარ მართალი და ბოდიშს მიხდი, მასწავლი, რომ ასევე მოვიქცე მეც.

19. არ დაგავიწყდეს, რომ სწრაფად ვიზრდები. მოგიწევს ხშირად გადაერთო.

20. ნუ დამიშლი ექსპერიმენტების კეთებას. ამის გარეშე ვერ განვვითარდები.

21. დაბოლოს – დაიმახსოვრე, ვერ გავიზრდები ბედნიერ ადამიანად, თუკი სახლში ძალიან-ძალიან არ ვუყვარვარ. მაგრამ შენ ეს ისედაც იცი!