სალათა “სტაფილო” – სახალისო, სასარგებლო და გემრიელი კერძი პატარებისთვის

“ვიტამინებით სავსე თეფში”- სხვანაირად ასეც შეიძლება ვუწოდოთ ამ სალათს, რადგან სტაფილო ზეითუნის ზეთთან ერთად საოცრად სასარგებლოა და თუ მას ასეთ ფორმასაც მისცემთ, პატარები სიხარულით და დაძალების გარეშე მიირთმევენ მას.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:

  • სტაფილო – 2 ცალი
  • ზეითუნის ზეთი – 2 ჩ/კ
  • კამა – 1 კონა
  • შაქარი – გემოვნებით

მომზადება:

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

სტაფილო გაფცქვენით, გარეცხეთ და გააშრეთ. კამა გარეცხეთ, გააშრეთ.

გახეხეთ სტაფილო წვრილად.

დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი და ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ.

გაშლილ თეფშზე მიეცეით მასას სტაფილოს ფორმა. კამით გაუკეთეთ ფოჩი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები