“საკუთარი თუ სხვისი” – მამაკაცებმა, რომლებმაც ცოლად მარტოხელა დედები მოიყვანეს, საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს!

იმ აზრმა, რომ შვილებიან ქალზე ქორწინება, მიუღებელია და ზედმეტი ტვირთია, ჩვენს ქვეყანაში ოდითგან ფესვები გაიდგა. თუმცა, დღეს უფრო და უფრო გახშირდა მამაკაცების მიერ მსგავსი არჩევანის გაკეთების შემთხვევები.

როგორია გაუწიო სხვის შვილებს მამობა? რა პრობლემები იჩენს ამ დროს თავს? ამის შესახებ სხვადასხვა მამაკაცმა ფსიქოლოგთან საკუთარ მაგალითზე ისაუბრა.

დავითი 36 წლის, ფიტნეს- ისნტრუქტორი

ჩემს მეუღლეს თავდაპირველად საერთო ინტერესების გამო დავუმეგობრდი – ისიც ფიტნეს-ინსტრუქტორია. ის უკვე განქორწინებული იყო და 2 შვილი ჰყავდა: ბიჭი და გოგონა. ეს ყოველთვის ვიცოდი. როცა ჩვენი ურთიერთობა რომანტიკულ ეტაპზე გადავიდა, არანაირი შიში ამ მხრივ არ მქონია, ვერ ვხედავდი იმაში პრობლემას, რომ ჩემს მომავალ მეუღლეს საკუთარი 2 შვილი ჰყავდა. ჩვენ დავქორწინდით.

მიუხედავად იმისა, რომ დიდად ბავშვები არ მიყვარდა, ჩემი მეუღლის შვილები არაჩვეულებრივები აღმოჩნდნენ. მათთან ურთიერთბა შესანიშნავად წარიმართა და პრობლემებიც თითქმის არ გვაქვს. სხვა ქორწინება, სხვისი შვილები – ეს სისულელეა. შენ ქალზე ქორწინდები და არა მის შვილებზე. რაზე ვოცნებობ ჩვენი ოჯახისთვის? არაფერ განსაკუთრებულზე: ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, რამდენიმე კუნძულზე სუბტროპიკებში და კაცობრიობის გაქრობამდე სიცოცხლეზე, არასოდეს მიოცნებია.

არჩილი, 44 წლის, It-პროექტების ხელმძღვანელი

ჩემი მეუღლე 10 წლის წინ გავიცანი. გაცნობის მომენტში ჩვენი სტატუსები იყო: მე პირველი ქორწინებიდან 2 შვილი მყავდა, მეუღლეს – ერთი. გაცნობის დღიდან მიზანი ოჯახის შექმნა იყო. მიმოწერა დავიწყეთ ივნისში, ივლისში უკვე შევხვდით ერთმანეთს, ყველა ლოგიკური საკითხი იმის შესახებ, რომ ერთად ცხოვრება დაგვეწყო, სექტემბრის ბოლოს გადავწყვიტეთ.

ოთხი წლის შემდეგ დავქორწინდით – ჩვენი პირველი შვილის დაბადებამდე ერთი დღით ადრე. შემდეგ კიდევ გვეყოლა მეორე შვილი. მეგობრები და ნათესავები ჩემს არჩევანს გაგებით შეხვდნენ. ცოლი მყავს ცეცხლი, ჭკვიანი და ლამაზი.

ჩემი შვილები პირველი ქორწინებიდან სხვა ქალაქში ცხოვრობენ დედასთან, ჩემთან არდადეგებზე ჩამოდიან, ასე რომ ახლანდელ ცოლს არ აწუხებენ. ჩემი ცოლის ვაჟთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. სირთულე მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ მაგალითად, სახლის გასაღებს კარგავდა ყოველწამს, მომიწია მკაცრად მივდგომოდი, რომ აზრზე მომეყვანა. მინდა აღვნიშნო, რომ საერთო შვილები, რომლებიც ამჟამად მცირეწლოვნები არიან, ბევრად ნერვებს გვიშლიან და მეტ პრობლემას ქმნიან. მაგალითად, ვერ ვტოვებთ მარტოებს, ვერ მოიმზადებენ საჭმელს თავისთვის. განსხვავება საკუთარსა და ჩვენს შვილებს შორის სხვა ქორწინებებიდან ერთია – ნაკლები პასუხისმგებლობა. თუკი რამე ისე არ მიდის, ყოველთვის გვაქვს ერთი ფსიქოლოგიური ხრიკი “ეს ჩემი ომი არ არის”. როცა ხუთივე იკრიბება, სახალისოა. მეგობრობენ და ერთობიან. ისე კი ვოცნებობ, მალე გაიზარდონ. 16 წელია სახლში სულ პატარაა – დამღლელია.

 

ვანო, 40 წლის, ტელეოპერატორი

ჩემი მეუღლე მაშინ გავიცანი, როცა ჯერ კიდევ დაქორწინებული ვიყავი პირველ ცოლზე. მას შვილი ყავდა პირველი ქორწინებიდან. მალე ჩემს პირველ ცოლს დავშორდი, შვილები არ გვყოლია. დავიწყეთ მე და ჩემმა მომავალმა მეუღლემ შეხვდრა და ცოტა ხანში გადმოვიდა შვილთან ერთად ჩემთან საცხოვრებლად.

როცა დედამ ჩემი მეორე ახალი ცხოვრების შესახებ გაიგო, გაუხარდა. ოჯახში მხოლოდ ბიჭები გვყავს, ჩემი მეუღლის გოგონა კი დედამ სიყვარულით მიიღო.

რამდენიმე წელი არაოფიციალურად ვცხოვრობდით ერთად, ქორწინება მაშინ გადავწყვიტეთ, როცა შვილის გაჩენა დავაპირეთ. მალე ჩვენი ვაჟიც დაიბადა.

არანაირი სხვაობა ჩემსა და ჩემი მეუღლის შვილს შორის არ არის. მყავს გოგონა და ვაჟი. საერთოდაც არ გვინდოდა გოგონასთვის გვეთქვა, რომ მე მისი ბიოლოგიური მამა არ ვარ, მაგრამ ფსიქოლოგმა დაგვარწმუნა, რომ ასე არ ივარგებდა. ამის გამო ხანდახან წამოსცდება ხოლმე: “შენ მამაჩენი არ ხარ”. რას ვიზამთ, მოზარდია, რთული ასაკი აქვს! მე ხომ ვარ ზრდასრული: მამა ვარ, თუ მამინაცვალი – მნიშვნელობა არ აქვს, მის აღზრდაზე პასუხისმგებლობა მე ავიღე. ამასთან გოგონას რთული ხასიათი თანდაყოლილი ნევროლოგიური დაავადებისგან აქვს – ეს არასოდეს მავიწყდება.

გიორგი, 48 წლის, მარკეტოლოგი

ქალი, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ, ყველაზე გავრცელებული მეთოდით – ინტერნეტით გავიცანი. დიდი ხანი გვქონდა მიმოწერა. იმის შესახებ, რომ მას პატარა ბიჭი ყავს, მაშინვე გავიგე. არანაირად არ დამახევინა უკან ამ მომენტმა. მე თვითონაც მყავდა ცოლი და მისგავ ვაჟი მყავს.

ერთად ცხოვრება 2 წლის შეხვედრებისა და დაშორებების შემდეგ გადავწყვიტეთ. ეს მისი ინიციატივა იყო.

მისი შვილი მარტივი არ აღმოჩნდა. მეც ალბათ დამავიწყდა, რა რთულია იყო ბიჭის მამა.

ახლა, 5 წლის მერე ვიხსენებ, როგორია მოზარდი თინეიჯერობის ასაკში. მეუღლესთან მაქვს კონფლიქტები მისი ვაჟის გამო, რადგან მე ჩემი მეთოდი მაქვს აღზრდის, მას თავისი. ყველა ჩემს მცდელობაზე ჩვერიო პრობლემაში, პრეტენზია აქვს. ამიტომაც ხშირად უბრალოდ აღარ ვერევი, ამის გამო უარესი და უარესი ხდება ჩვენი ურთიერთობა – ხშირად ვჩხუბობთ…

პირიქით, ჩემ შვილზე კი ჩემი მეუღლე ეჭვიანობს, თუმცა ცდილობს არ გამოამჟღავნოს. ნორმალური ურთიერთობები აქვთ, უფრო ნეიტრალური. საერთო შვილები არ გვყავს, არც ვგეგმავთ – ბებერი ვარ ამისთვის.

მოკლედ, პრობლემები გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით სასიამოვნო მომენტები წონის. ჩემი მეუღლე ჭკვიანი, ლამაზი და საინტერესო ქალია.

ფსიქოლოგის კომენტარი

ახალი ოჯახის შექმნაში შვილებისა და მამების პრობლემა მთავარი ღერძია. განსხვავებული სცენარები: მამინაცვალი ან დედინაცვალი ითხოვს დაუჯეროს ბავშვმა მას ან უბრალოდ იგნორირებას უკეთებენ მეუღლის შვილს. ბავშვები არ იღებენ უცხოს და საბოლოოდ აგდებენ ოჯახიდან. ქალების არაადეკვატური მოთხოვნა (ახალ პარტნიორს უნდა უყვარდეს მისი შვილი) ართულებს მათ ურთიერთბას. თქვენ ხომ არ ამბობთ: “უნდა გიყვარდეს დედაჩემი, ჩემი ძმა, დეიდა და ჩემი ძაღლი”?

იგივე ეხებათ მამაკაცებს, რომლებიც ეჭვის თვალით აკვირდებიან, როგორ ეწყობა მისი შვილისა და ახალი ცოლის ურთიერთობა. გაუცნობიერებლად ქალები და მამაკაცები აყალიბებენ კოალიციას “მე და ჩემი შვილი”. აქ უკვე სხვა ურთიერთობა ყალიბდება – “ჩვენ გებრძვით შენ”. ამის გამო ღირდა კი ახალი ოჯახის შექმნა?

მამინაცვალი, რომელიც ცდილობს მამად ყოფნას და იყენებს აღზრდის თავისებურ მეთოდებს, რისკავს გახდეს მტერი არა მხოლოდ ბავშვის თვალში, არამედ ცოლისაც. დედინაცვლის როლი კიდევ უფრო რთულია: ხშირად ის, ბავშვების აზრით, მთავარი მიზეზია მშობლების განქორწინების. ქალს ამ დროს უბრალოდ პრობლემები კი არ ექმნება, არამედ ქმრის შვილების მხრიდან ღია შურისძიებასაც უნდა ელოდოს.

სურს, რა გახდეს “მეორე დედა”, ბავშვისგან სიმეტრიულ ქმედებებს ელის. როცა ეს ასე არ ხდება, ადანაშაულებს ქმარს და მის შვილს უმადურობასა და ბოროტებაში.

არ უნდა დაივიწყოთ, რომ განქორწინების შვილი – ყველაზე დაზარალებული წევრია. ის ტრავმირებულია სკანდალებით, მშობლების განქორწინებით და ოჯახში ახალი წევრის შემოსვლით.

თუმცა, ნუ იფიქრებთ, რომ ასეთი რთული სიტუაციები გარდაუვალია. ახალ ურთიერთობებში იცვლება როლები და საზღვრები. წარმოიდგინეთ, რომ უცხო ქვეყანაში თქვენ საუბრობთ საკუთარ ენაზე, თქვენი არესმით და ამის გამო ბრაზდებით. ელოდოთ და მეტიც ითხოვდეთ წინა ქორწინების (სადაც არის დედა, მამა და შვილები) მსგავს ურთიერთობებს – დიდი შეცდომაა.

პირველ რიგში უფროსებმა უნდა იცოდნენ, რომ ცვლილება მოხდა არა მხოლოდ ურთიერთობაში, არამედ სტატუსშიც. მამინაცვალი და დედინაცვალი – მამისა და დედისგან სრულიად განსხვავებული როლია. როცა ადამიანები მზად არიან შეცვალონ ჩვეული წესები, ისინი შეძლებენ ახლებურად ააშენონ ზღვარი ურთიერთიერთობებში. ბავშვებთან მნიშვნელოვანია იპოვნოთ ზღვარი მშობელს, მეგობარსა და მოძღვარს შორის. გონიერი მიდგომით შეძლებთ ჩამოაყალიბოთ ღრმა და პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობები.

ძველი ურთიერთობებიდან და მიდრეკილებებიდან ძალების აღსადგენად, მომხდარის გასააზრებლად და სეპარაციისთვის, 3-5 წელია საჭირო. ეს თერაპიული მარტოობის პერიოდია, როცა შეგიძლიათ გააკეთოთ დასკვნები წარსული გამოცდილებიდან. იმუშავეთ საკუთარ თავზე, რათა ახალ ურთიერთობაში შეხვიდეთ წარსული მოდელის ტვირთის გარეშე. მიეცით საკუთარ თავს დრო გაერკვეთ საკუთარ სურვილებში, რომელიც დაკავშირებულია ახალ ადამიანთან ცხოვრებასთან.

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ უსარგებლო სირთულეები, გაერკვიეთ კითხვებში, რომლებიც გაწუხებთ ურთიერთობის დასაწყისშივე. მიიღეთ ის ფაქტი, რომ სურთულეები გარდაუვალია. მათზე უნდა ისაუბროთ გულწრფელად, პირდაპირ და ღიად, მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს შანსი პრობლემებს გადაწყდეს.

გყავთ საახლობლოში მამაკაცი, რომელიც დაქორწინდა მარტოხელა დედაზე?

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები