სახის ღრმა წმენდა სხვადასხვა ტიპის კანისთვის სახლის პირობებში

რას აკეთებთ, როცა სალონური პროცედურებისთვის არც დრო გაქვთ და არც ფული?

იცით, ხშირად, სახლის პირობებში მარტივ პროცედურებს თვით ცნობილი ვარსკვლავებიც მიმართავენ ხოლმე.

ამიტომაც, თუ სულ ცოტა დროს გამონახავთ საკუთარი თავისთვის, შესაძლოა, მალე სარკეში ჩახედვისას აღმოგხდეთ, Wow, ეს მე ვარ!

აბუსალათინის ზეთი შეურიეთ ნებისმიერ თქვენთვის საყვარელ ზეთს: ჟოჟობას, ყურძნის წიპწების, ზეითუნის ან ავოკადოს ზეთს.

თუ მშრალი კანი გაქვთ 1 წილ აბუსალათინის ზეთზე უნდა აიღოთ 9 წილი საბაზო ზეთი, ნორმალურისთვის – შეფარდებით 2:8, ცხიმიანისთვის კი – 3:7-ზე.

როგორ ჩაიტაროთ პროცედურა?

პირსახოცს დაასხით ცხელი წყალი (არა მდუღარე). 2-3 წუთის განმავლობაში მასაჟის მოძრაობებით დაიტანეთ ზეთის ნაზავი სუფთა კანზე, დაიტოვეთ კიდევ ერთი წუთით და მოიშორეთ ცხელი პირსახოცით (ისეთი ცხელით, რომ კანი არ დაგწვათ) ნაზი მოძრაობებით.

ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ!

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები