ბავშვებს ზრდისა და განვითარებისთვის სჭირდებათ საკმარისი ვიტამინებისა და მინერალების მიღება. მათი უმეტესობა ადეკვატური რაოდენობით იღებს საკვებ ნივთიერებებს დაბალანსებული კვებით, მაგრამ გარკვეულ ვითარებაში, შესაძლოა, მათ დასჭირდეთ დანამატების მიღება.

რომელი ვიტამინებია აუცილებელი ბავშვებისთვის და როდის არის საჭირო დანამატების მიღება?

რომელი საკვები ნივთიერებები სჭირდებათ ბავშვებს?

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ბავშვებისათვის საკვები ნივთიერებების საჭიროება დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, ზომაზე, ზრდის ტემპსა და აქტივობის დონეზე. ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, 2-დან 8 წლამდე ასაკის მცირეწლოვან ბავშვებს დღეში 1000-1400 კალორია სჭირდება. 9–13 ასაკის მოზარდი ყოველდღიურად 1,400–2,600 კალორიას უნდა იღებდეს – კალორიების რაოდენობა დამოკიდებულია გარკვეულ ფაქტორებზე, მაგალითად, აქტივობის დონეზე.

საკმარისი კალორიების მიღების გარდა, ბავშვის დიეტა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მითითებებს:

საკვები ნივთიერების დღიური ნორმა 1 დან 3 წლამდე და 4-დან 8 წლამდე:

კალციუმი: 700 მგ – 1,000 მგ

რკინა: 7 მგ – 10 მგ

A ვიტამინი: 300 მკგ – 400 მკგ

ვიტამინი B12: 0.9 მკგ – 1.2 მკგ

C ვიტამინი: 15 მგ – 25 მგ

D ვიტამინი: 600 IU (15 მკგ) – 600 IU (15 მკგ)

ბავშვებს იგივე საკვები ნივთიერებები სჭირდებათ, რაც მოზრდილებს – მაგრამ, ჩვეულებრივ, უფრო მცირე რაოდენობით. ბავშვობაში განსაკუთრებით საჭიროა ის საკვები ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს  ძვლების შენებას (კალციუმი, D ვიტამინი) და ტვინის განვითარებას (რკინა, თუთია, იოდი, სელინი, ვიტამინი  A,  ვიტამინი B12).

სჭირდებათ თუ არა ბავშვებს ვიტამინების ხელოვნური დანამატები?

ზოგადად, ბავშვებს, რომლებიც ჯანსაღად და დაბალანსებულად იკვებებიან, არ სჭირდებათ ვიტამინის დანამატები. ამასთან, ჩვილებს  განსხვავებული საკვები ნივთიერებების საჭიროება აქვთ და მათ შეიძლება დასჭირდეთ გარკვეული დანამატები, მაგალითად, D ვიტამინი. ამერიკის პედიატრიის აკადემია არ გირჩევთ დანამატებს 1 წელზე უფროსი ასაკის ჯანმრთელი ბავშვებისთვის, რომლებსაც დაბალანსებული კვება აქვთ, რათა არ გადაამეტოთ რეკომენდებულ დოზას.

წყარო: healthline.com

მოამზადა: ნათია ხარბედიამ