მათ, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებს, ჩვეულებრივ, საკვების საკმაოდ დიდი შეზღუდვა აქვს. ეს აისახება არა მხოლოდ ტკბილეულსა და ფასტფუდებზე, არამედ ჩვეულებრივ ხილზეც. ვინაიდან, ტკბილი ნაყოფი დიდი რაოდენობით ფრუქტოზას – ბუნმებრივ შაქარს შეიცავს.

თუნცა, ზოგიერთი ხილი შაქრიანი დიაბეტისას პირიქით, სასარგებლოც კია დესერტის სახით.

რომელი ხილია დასაშვები შაქრიანი დიაბეტის დროს?

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

კივი

გარდა იმისა, რომ კივი ნაკლებად ტკბილია, ეს ხილი მდიდარია უჯრედისით, კალიუმითა და c ვიტამინით.

ფორთოხალი

ციტრუსი c  ვიტამინის წყაროა. აგრეთვე ფორთოხალი მდიდარია კალიუმითა და ფოლიუმის მჟავით, ეს მიკროელემენტები კი შესანიშნავია ერტერიალური წნევის ნორმალიზებისთვის.

მსხალი

უჯრედისისა და K ვიტამინის შესანიშნავი წყაროა.

აქვე სასიამოვნო სიახლე ქალებისთვის! ეს ხილი მკერდის გამკვრივებასაც უწყობს ხელს!

ვაშლი

აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ნორმაში მოჰყავს კუჭ-ნაწლავის მუშაობა და არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში!

გარგარი

A ვიტამინისა და უჯრედისის წყარო.

ატამი

ტკბილი ატამი არა მხოლოდ შიმშილს კლავს, არამედ ამდიდრებს ორგანიზმს A და c ვიტამინებით.

ალუბალი

ალუბალი შესანიშნავია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, აგრეთვე ალუბალს ნორმაში მოყავს შაქრის დონე სისხლში.

კენკრა

შესანიშნავი ანტიოქსიდანტი ფრუქტოზას მცირე რაოდენობით. კენკრა ეხმარება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ