როჯერ ფედერერმა 2 უცნობ იტალიელ გოგონას სიურპრიზი მოუწყო და ჩოგბურთის სათამაშოდ ესტუმრა!

აპრილში, როდესაც იტალიაში პანდემიის გამო ყველა სახლში იყო ჩაკეტილი, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ორი მეზობელი გოგონა, სოციალური დისტანციის დაცვით, თავიანთი სახლებიდან თამაშობს ჩოგბურთს.

ვიდეომ მთელი ინტერნეტი მოიცვა და მათ შორის, როჯერ ფედერერამდეც მიაღწია. მან ერთ-ერთ იტალიურ კომპანია „Barilla Pasta“-სთან ერთად, გადაწყვიტა გოგონებისთვის სიურპრიზი მოეწყო და მათ მშობლიურ ქალაქში, მათ სანახავად ჩასულიყო.

გოგონები ფიქრობდნენ, რომ საკუთარ პოპულარულ ვიდეოზე ინტერვიუს აძლევდნენ, როდესაც მათ უკან ფედერერი გამოჩნდა და ჰკითხა უნდოდათ თუ არა თამაში მასთან ერთად. თამაშის შემდეგ, მან გოგონები ლანჩზე  – რა თქმა უნდა იტალიურ პასტაზე – დაპატიჟა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები