როდესაც თქვენი პატარა უარს ამბობს საყვარელი სათამაშოს სხვისთვის გაზიარებაზე, ეს არ ნიშნავს, რომ ის ეგოისტია. ის მხოლოდ თავისი ასაკის შესაფერისად მოქმედებს. გაზიარება არის უნარი, რომელსაც ის რამდენიმე წლის განმავლობაში განავითარებს. ამ წლების განმავლობაში კი სათამაშოებისთვის ,,ბრძოლა’’ ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. სახალისო არ არის, როცა უყურებთ თქვენს შვილს სათამაშოთი ხელში როგორ გაიძახის – ,,ჩემია’’, თუმცა თუ ის პატარებთან ერთად თამაშობს მხოლოდ ის არ გააკეთებს ამას.

ბავშვები სწავლობენ იმას, რასაც ხედავენ, ასე რომ, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა და აჩვენეთ თქვენს შვილს როგორ გაუზიაროს სხვას. შესთავაზეთ მას თქვენი კერძი   -,,ნახე მე გემრიელ სენდვიჩს ვჭამ, გინდა მოგცე?’’

როდესაც ბავშვი ცდილობს გაზიარებას, შეაქეთ მისი ძალისხმევა. ნელ-ნელა ის მიეჩვევა და თავს კარგად იგრძნობს აღნიშნული მოქმედებების გამეორების გამო, რომელიც თქვენ ასე შეუქეთ. ასევე შეგიძლიათ თავად გამოიჩინოთ ინიციატივა -,,შეგიძლია ტელეფონი ათხოვო მეგობარს?’’  ცოტა ხნის შემდეგ ის დაიწყებს გაზიარებას, რადგან ეს ბუნებრივი ქმედება იქნება მისთვის.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

თუ ბავშვს აქვს საყავრელი რამდნეიმე სათამაშო და მეგობრების გამოჩენამდე მას მალავს, უთხარით, რომ ეს სათამაშოები ისეთი სათამაშოებია, რომელთა გაზიარებაც არ მოუწევს, თუმცა დარწმუნდით, რომ თქვენს შვილს ეცოდინება, რომ დარჩენილი სათამაშოები ყველასთვის არის.

თუ აღნიშნული თემა მუდმივი კამათის მიზეზია, შესაძლებელია მოგინდეთ საერთოდ თავი აარიდოთ ამ თემას და თქვენი შვილი და მისი მეგობრები გაართოთ გუნდური თამაშით, როგორიცაა ხატვა ან თიხით თამაში.. ამ გზით, მათ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ერთსა და იმავე სახალისო საქმიანობაში, ნივთების გაზიარების გარეშე.

გახსოვდეთ, არასდროს  დასაჯოთ პატარა, იმის გამო, რომ ის ვერ უზიარებს სხვებს სათამაშოს. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ უთხრათ ან მიახვედროთ, რომ მოწყენილი ხართ ამ ფაქტის გამო. აუხსენით, რომ გაზიარებით ის კარგი მეგობარი იქნება.

წყარო: https://www.babycenter.com/

                                                            მასალა მოამზადა: სოფია მალანიამ