როგორ უნდა გაიყოს მშობლების ქონება ბიჭსა და გოგოს შორის – კვლევა

საქართველოში დაახლოებით ყოველი მესამე რესპონდენტი მიიჩნევს, რომ მშობლების ქონება სრულად ან მისი უდიდესი ნაწილი ვაჟს უნდა გადაეცეს – ნათქვამია კვლევის ანგარიშში – „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“.  კვლევა მოამზადა გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გაეროს პროგრამის – „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.

კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების 62 პროცენტი ფიქრობს, რომ მშობლების ქონება (საცხოვრისი) თანაბრად უნდა განაწილდეს ვაჟებსა და ქალებს შორის.

20 პროცენტი ამბობს, რომ მემკვიდრეობა მთლიანად ვაჟს უნდა დარჩეს, ხოლო 15 პროცენტის აზრით, ვაჟმა მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი უნდა მიიღოს.

კვლევის თანახმად, საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი განსხვავდება 2013 წლის მაჩვენებლებისგან.

2013 წელს რესპონდენტების მხოლოდ 44 პროცენტი მიიჩნევდა, რომ მშობლების ქონება თანაბრად უნდა განაწილებულიყო, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელი 62 პროცენტამდე გაიზარდა. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები