ახალი წელი ახლოვდება, ჩვენ კი ჯერ წარმოდგენაც არ გვაქვს რა საჩუქარი  ავურჩიოთ  და გავახაროთ ჩვენი პატარა, თუკი იგი  ჯერ მხოლოდ ორი წლისაა.

სათამაშოს არჩევისას  ხშირად ვუშვებთ შეცდომას და ვყიდულობს იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, გვერდზე კი გვრჩება ის, რა აინტერესებს ჩვენ შვილს.

ამ ასაკში ჩვენი პატარა ცდილობს დააკვირდეს საგნებს და განსაზღვროს, რომ კუბიკები შეუძლია ერთმანეთზე დააწყოს ან ისინი მანქანის საბარგულში ჩაალაგოს.  ამგვარი  თამაშით  კი ბავშვი ცდილობს  აღმოაჩინოს და ახალი თვისებები შეჰმატოს მისთვის ნაცნობ საგნებს, რასაც წვლილი შეაქვს ცნობიერების ამაღლებასა და გარემოს შეცნობაში. ამასთანავე, მისთვის მიწოდებული სათამაშო უნდა იყოს უსაფრთხო, როგორც შემადგენლობით, ასევე აგებულებით, და  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  არ უნდა დავივიწყოთ ეკოლოგიურობა.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

გთავაზობთ რამოდენიმე სასაჩუქრე  სეტს, რაც პატარებისთვის იქნება არა მხოლოდ გასართობი, არამედ შემეცნებითი და საგანმანათლებლო ფუნქციის მატარებელი.

მატარებელი, რომელიც გვეხმარება დათვლის სისტემის  ათვისებაში

 ნებისმიერი ბავშვის ცხოვრებაში     მნიშვნელოვანი ეტაპია   დათვლის  სისტემის ათვისება.  პოპულარული მატარებლის ნაკრების  მეშვეობით  თქვენს პატარას   შეუძლია თამაშის პარალელურად  შეისწავლოს ციფრები.   მატარებლის ნაკრები მოიცავს   0-დან 9-მდე ციფრებით  გაფორმებულ ასაშენებელ  კუბიკებს, ასევე, გოგოს, ბიჭისა და კატის ფიგურას.  მას შეეძლება  ააშენოს და გადააკეთოს ფერადი ციფრებით გაფორმებული მატარებელი.

 

წიგნი ცხოველების შესახებ

თქვენი 2 წლის პატარასთვის  შესანიშნავი საჩუქარია. განსაკუთრებით მაშინ, თუკი   გარკვეულ ინტერესს გამოხატავს  საგანმანათლებლო სტილის წიგნებისა და სათამაშოების მიმართ. ეს არის ინტერაქტიული  წიგნი, რომელშიც წარმოდგენილია 12 სხვადასხვა კატეგორიის 100 სხვადასხვა ცხოველი. ეს წიგნი  არის სახალისო, გასართობი და ამავე დროს შემეცნებითი.

 

სახატავი დაფა

 

თუ თქვენი პატარა   გარკვეულ ინტერესს იჩენს ხატვისადმი, ვფიქრობთ,  ეს შესანიშნავი საჩუქარი იქნება.  ეს არის ტაბლეტი, გასაწმენდი  ზედაპირითა და ფანქრების დამჭერით.  იგი შესანიშნავი  გასართობი ვარიანტია, რომლის  წაღებაც შეგვიძლია სხვადასხვა ადგილას.

 

ხის ფაზლი

ფაზლი  ჩვენი ორი წლის ბავშვისთვის შესანიშნავ  საგანმანათლებლო და ამავე დროს თავშესაქცევ  სათამაშოს წარმოადგენ. იგი შედგება სამი ხის ფაზლისგან, თითოეულ მათგანში მოთავსებულია ექვსი პალოთი დამაგრებული ხის ნაწილი. მასზე წარმოდგენილია ცხოველთა ლამაზი ილუსტრაციები. იგივე ილუსტაციები დატანილია პაზლისნაწილი, რომელზეც წარმოდგენილია ცხოველთა ლამაზი ილუსტრაციები. იგივე ილუსტაციები დატანილია ფაზლის დაფაზე მოთავსებული ყველა ნაწილის ქვედა მხარეს.

იგი მაღალი ხარისხის მასალისგან მზადდება, არის უსაფრთხო და აკმაყოფილებს ზუსტი წარმოების სტანდარტებს. თქვენს პატარას ძალიან მოეწონება ამ ნაკრებით თამაში და სწავლა.

სტატიის პირველწყარო: baby-chick.com

მოამზადა: ნუცი მეხრიშვილმა